ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

UN Tourism-ი 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების პირველ ფორუმს საქართველოში გამართავს | ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2027 წელს საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ეგიდით ტურიზმისა და ინოვაციების პირველი ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ შეთანხმება შედგა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილსა და UN Tourism-ის გენერალურ მდივან შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შორის, რომელმაც ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი მოინახულა.

UN Tourism-ი 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების პირველ ფორუმს საქართველოში გამართავს | ეკონომიკის სამინისტრო
UN Tourism-ი 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების პირველ ფორუმს საქართველოში გამართავს | ეკონომიკის სამინისტროBM.GE

2027 წელს საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართება, რომელსაც ორგანიზაცია პირველად ჩაატარებს - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და UN Tourism-ის გენერალური მდივანი შაიხა ნასერ ალ ნუვაისი შეთანხმდნენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლა. მათივე ინფორმაციით, ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმის ფარგლებში თემატურ კონფერენციებს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმასპინძლებს.

მინისტრმა სტუმარს სასწავლო - შემეცნებითი და ტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერებინა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სამუზეუმო, საგანმანათლებლო, კვლევით და ბიზნეს კომპონენტებს.

"ქუთაისის ტექნოჰაბში არსებული სასწავლო პროგრამების, ასევე TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის საქმიანობაზე პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ გამართა. როგორც საუბრისას აღინიშნა, ქუთაისის ტექნოჰაბს გახსნიდან თითქმის 2 თვის განმავლობაში 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, მათ შორის, ქუთაისში ჩამოსული უცხოელი ტურისტები. ხაზი გაესვა, რომ ტექნოჰაბის მიმართ ინტერესი მზარდია და ის ქალაქში ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა.

მარიამ ქვრივიშვილი და შაიხა ნასერ ალ ნუვაისი საერთაშორისო ბაზრებზე გასული ქართული სტარტაპების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და მათთან სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პირობები განიხილეს", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იმყოფებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
გია აბაშიძე: „2027 წელს თავად გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში პირველად ჩაატარებს ტურიზმისა დაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები