ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეს არ არის სისტემური დანაშაული, ეს არის სისტემური ბრძოლა დანაშაულთან, მათ შორის, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელიც იყოს, აი ეს არის ძირეული განსხვავება - ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტირუსთავი 2საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ სამსახურში მომხდარი ინციდენტის გამოძიება და ხელმძღვანელის გადადგომა არა სისტემური დანაშაული, არამედ დანაშაულთან სისტემური ბრძოლაა. მანამდე გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა, ახალ დირექტორად კი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა,"რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას ყველა პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან კონსტიტუციის უპირობო დაცვაზე გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში, მაგალითად დღევანდელი შემთხვევაც მოიყვანა, რომლის მიხედვითაც პენიტენციურ სამსახურში მომხდარი ფაქტის გამოძიების პროცესში უწყების ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა.

"არგუმენტებზე კი არ მსჯელობენ, არამედ გვეუბნებიან, რომ ციხეებში რაც ხდებოდა და ნიკა გვარამიამ ახსენა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში რაც წერია ფარატინა ქაღალდიაო და დღეს რომ პროკურატურა არსებული ხელისუფლების პირობებში ციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს და პენიტენციური სამსახურის უფროსის გადადგომა მოითხოვეს, გადააყენეს და გამოძიება რომ მიმდინარეობს, რომელიც თავის შედეგს საჯაროს გახდის, სასამართლომდე მივა საქმე, ეს არ არის სისტემური დანაშაული, ეს არის სისტემური ბრძოლა დანაშაულთან. მათ შორის, რა თქმა უნდა, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელიც იყოს. აი ეს არის ძირეული განსხვავება და ამაზე არის საუბარი სწორედ", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს წერილობით მიმართა. მანამდე კი პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

ამის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არგუმენტებზე კი არ მსჯელობენ, არამედ გვეუბნებიან, რომ ციხეებში რაც ხდებოდა და ნიკა გვარამიამ ახსენა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში რაც წერია ფარატინა ქაღალდიაო და დღეს რომ პროკურატურა არსებული ხელისუფლების პირობებში ციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს და პენიტენციური სამსახურის უფროსის გადადგომა მოითხოვეს, გადააყენეს და გამოძიება რომ მიმდინარეობს, რომელიც თავის შედეგს საჯაროს გახდის, სასამართლომდე მივა საქმე, ეს არ არის სისტემური დანაშაული, ეს არის სისტემური ბრძოლა დანაშაულთან. მათ შორის, რა თქმა უნდა, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელიც იყოს. აი ეს არის ძირეული განსხვავება და ამაზე არის საუბარი სწორედ“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები