სულ რომ ის სისხლიანი წარსული არ ჰქონდეთ, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდიც საკმარისია მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის - ლევან მაჭავარიანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად, როგორც მათი მმართველობის, ისე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდის გამო.
პარლამენტის ფრაქცია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გადაცემაში "დებატები" საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვაზე საუბრობს.
ლევან მაჭავარიანის შეფასებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებენ.
მისივე თქმით, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა," როგორც წარსულში, ისე ახლა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
"ჩვენ შეგვიძლია საკითხი ორადაც დავყოთ, არის პერიოდი, როდესაც კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" იყო უშუალოდ ხელისუფლებაში და არის პერიოდი, როდესაც კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" არის წარმოდგენილი ე.წ. ოპოზიციის სახით.
როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ის მტკიცებულებები, რაც წარდგენილი გვაქვს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მხოლოდ ისიც კი საკმარისია, საბოლოო გადაწყვეტილება დადგეს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, ის მტკიცებულებები, რაც წარდგენილი გვაქვს უშუალოდ მათი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც კი საკმარისია, სულ რომ ის სისხლიანი წარსული არ ჰქონდეთ, რომ გადაწყვეტილება იყოს ისეთი, რისი მოლოდინიც ჩვენ გვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ უნდა დაველოდოთ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.
მე შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას ძალიან მოკლედ იმასთან დაკავშირებით, თუ რა აქვთ მათ ჩადენილი, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ეს იყო რეჟიმი, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ციხეებში ადამიანთა წამება, გაუპატიურება და სტრასბურგის სასამართლოს აქვს ამ ყველაფრისთვის კვალიფიკაცია მიცემული, როგორც სისტემური ხასიათის დანაშაული. ამ რეჟიმის ყოველდღიურობას წარმოადგენდა ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ოჯახის საძინებლებში მუდმივი თვალთვალი და ეს "კასრების თემა," სავარაუდოდ, ყველას გახსოვთ, იქ ათასობით ჩანაწერზე იყო ასეთებზე საუბარი. ტელევიზიების და მედიის მიტაცება, არჩევნების გაყალბება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, 150-მდე ადამიანი არის ქუჩაში პირდაპირ ჩაცხრილული.
ეს იყო მათი ხელწერა, ეს იყო მათი ყოველდღიურობა, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და რა ხდება, როდესაც ისინი გადავიდნენ ოპოზიციაში, ჩამოყალიბდა კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა," ვინაიდან მათმა გარე პატრონებმა ფსონი მხოლოდ "ნაცებზე" ვერ დადეს, ნახეს, რომ ის სისხლიანი წარსული მათ ვერ ჩამორეცხეს და სხვადასხვა კონფიგურაციებით შეეცადნენ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას, თუმცა 10 არჩევნები ჩატარდა და ათივე არჩევნების შედეგი სახეზე გვაქვს, ჩვენი საზოგადოება მათ ვერ მოატყუეს და ათივეჯერ ქართველ ხალხთან წააგეს მათი არჩევნები, როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა ყოფილიყვნენ გადანაწილებულები.
გამუდმებულ რეჟიმში ხდება მათი მხრიდან დესტრუქცია, საბოტაჟი, ქვეყნის ხელოვნური რყევა, რომელიც, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის ხელშემშლელი ფაქტორი. იქიდან გამომდინარე, რომ კი, დღეს ჩვენ გვაქვს მართლაც უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ქვეყანა ვითარდება, ყველა ხედავს ამას, თუმცა, რა თქმა უნდა ეს პროცესი ბევრად დაჩქარებული იქნებოდა, ჩვენ რომ ამდენი ხელშემშლელი ფაქტორი არ გვქონოდა და მუდმივ რეჟიმში ქვეყნის რყევის პროცესისთვის რომ არ გვედევნებინა თვალი, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის მხრიდან," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ვერ დადეს, ნახეს, რომ ის სისხლიანი წარსული მათ ვერ ჩამორეცხეს და სხვადასხვა კონფიგურაციებით შეეცადნენ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას, თუმცა 10 არჩევნები ჩატარდა და ათივე არჩევნების შედეგი სახეზე გვაქვს, ჩვენი საზოგადოება მათ ვერ მოატყუეს და ათივეჯერ ქართველ ხალხთან წააგეს მათი არჩევნები, როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა ყოფილიყვნენ გადანაწილებულები. გამუდმებულ რეჟიმში ხდება მათი მხრიდან დესტრუქცია, საბოტაჟი, ქვეყნის ხელოვნური რყევა, რომელიც, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის ხელშემშლელი ფაქტორი. იქიდან გამომდინარე, რომ კი, დღეს ჩვენ გვაქვს მართლაც უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ქვეყანა ვითარდება, ყველა ხედავს ამას, თუმცა, რა თქმა უნდა ეს პროცესი ბევრად დაჩქარებული იქნებოდა, ჩვენ რომ ამდენი ხელშემშლელი ფაქტორი არ გვქონოდა და მუდმივ რეჟიმში ქვეყნის რყევის პროცესისთვის რომ არ გვედევნებინა თვალი, კოლექტიური“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…