ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას და ეს იყო ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, პოლიტიკურად ისინი ქართველი ხალხის გვერდში დგომით, გავანულეთ

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელოფედერალისტებიქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს და ოპოზიციის ქმედებებს სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას და ეს იყო ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, პოლიტიკურად ისინი ქართველი ხალხის გვერდში დგომით, გავანულეთ
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას და ეს იყო ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, პოლიტიკურად ისინი ქართველი ხალხის გვერდში დგომით, გავანულეთრუსთავი 2

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის," "ახალის," "ლელოს," "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს. ოპოზიციურ პარტიებს ჯერ ერთიანი პოზიცია არ აქვთ დაესწრებიან თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს.

ჩერგოლეიშვილი გარეთ ყოფნას აპირებს, გვარამია დარბაზში, სააკაშვილის და გახარიას პარტიები კიდევ არ ჩამოყალიბებულან, ლელომ თავიდანვე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში

იურისტების გუნდთან ერთად მივა. უმრავლესობა კი კვლავ ოპოზიციური პარტიების ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობს.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ყველაფერს სამართლებრივი სახე უნდა მიეცეს.

"ზოგს ხელი აქვს ჩაქნეული, ზოგი მაინც რაღაცა შოუს დადგმას აპირებს, ნუ ეს თავიდან ბოლომდე მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ამ შემთხვევაში ვასრულებთ ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას და ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, პოლიტიკურად ჩვენ ისინი ქართველი ხალხის გვერდში დგომით, გავანულეთ.

თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს პოლიტიკურის გარდა მათ იმ მავნე ქმედებებს, რომელსაც ერთის მხრივ ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა, იმ 9 წლის განმავლობაში აკეთებდა იმ დანაშაულებისთვის გასამართლდეს, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ეს აგენტურული ოპოზიცია, რასაც აკეთებს ამ 14 წლის განმავლობაში, როდესაც მუდმივად საბოტაჟირების და რყევის პროცესში ამყოფებს ჩვენს ქვეყანას.

თუ რატომ არიან ისინი კოლექტიური ნაც მოძრაობა და ერთიანი ძალას რატომ წარმოადგენენ და თუ როგორ იმართებიან ისინი ყველანი ჯამში უცხოეთიდან თავიანთი გარეპატრონების მხრიდან, ამას რა თქმა უნდა სასამართლო პროცესზე ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოისმენენ,"- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზოგს ხელი აქვს ჩაქნეული, ზოგი მაინც რაღაცა შოუს დადგმას აპირებს, ნუ ეს თავიდან ბოლომდე მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ამ შემთხვევაში ვასრულებთ ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას და ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, პოლიტიკურად ჩვენ ისინი ქართველი ხალხის გვერდში დგომით, გავანულეთ. თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს პოლიტიკურის გარდა მათ იმ მავნე ქმედებებს, რომელსაც ერთის მხრივ ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა, იმ 9 წლის განმავლობაში აკეთებდა იმ დანაშაულებისთვის გასამართლდეს, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ეს აგენტურული ოპოზიცია, რასაც აკეთებს ამ 14 წლის განმავლობაში, როდესაც მუდმივად საბოტაჟირების და რყევის პროცესში ამყოფებს ჩვენს ქვეყანას. თუ რატომ არიან ისინი კოლექტიური ნაც მოძრაობა და ერთიანი ძალას რატომ წარმოადგენენ და თუ როგორ იმართებიან ისინი ყველანი ჯამში უცხოეთიდან თავიანთი გარეპატრონების მხრიდან, ამას რა თქმა უნდა სასამართლო პროცესზე ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოისმენენ,“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი: “საკონსტიტუციო სარჩელი გამყარებულია ფაქტებით და მტკიცებულებებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი,ისე ობიექტური”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები