ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლონდონ პალადიუმში "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება - ხვიჩა კვარაცხელია პრესტიჟული ჯილდოს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია

რუსთავი 2

„ოქროს ბურთის“ ნომინანტი ხვიჩა კვარაცხელია ლონდონში დაჯილდოების ცერემონიას უმძიმესი ტრავმის გამო გამოტოვებს, რადგან საოპერაციოდ ემზადება. ჟურნალისტ მანოს სტარამოპულოსის თქმით, ქართველი ფორვარდი პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ლონდონ პალადიუმის თეატრია, სადაც სულ ცოტა ხანში უამინდობის მიუხედავად, წითელ ხალიჩაზე სამყაროს საუკეთესო ფეხბურთელები და ამ სპორტის ლეგენდები ჩაივლიან. მათ შორის არ იქნება ოქროს ბურთის ნომინანტი და ერთ-ერთი ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელია, რადგან მას მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ საოპერაციოდ ამზადებენ. მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის უკვე მესამედაა დასახელებული და მისი მოგების შანსიც აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ სასწაული მოხდა, კვარაცხელია, კევინ კიგანის შემდეგ ისტორიაში მეორე ფეხბურთელი იქნება ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია და ეს ჯილდო ერგო. ქართველი ფორვარდის კონკურენტები კი ისეთი ფეხბურთელები არიან როგორებიცაა ჰარი კეინი, ლამინ იამალი, კილიან მბაპე და ლეონელ მესი. წლევანდელი დაჯილდოება სპორტული მედიის შეფასებით, ის შემთხვევაა, როდესაც "ოქროს ბურთს" გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს და შანსები თითქმის ყველა ნომინანტს აქვს.

ღონისძიებას "რუსთავი 2" ესწრება. "რუსთავი 2"-თან საუბრისას ბერძენმა ჟურნალისტმა, მანოს სტარამოპულოსმა აღნიშნა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველადაა რთული მთავარი ფავორიტის დასახელება. მან ასევე აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებული როლი ჩემპიონთა ლიგასა და პარიზული კლუბის წარმატებაში და მას "ოქროს ბურთის" ერთ-ერთი რეალური კანდიდატი უწოდა.

"ეს მართლაც შესანიშნავი დღეა ფეხბურთისთვის. ვფიქრობ, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად არის ისეთი ვითარება, როდესაც ძალიან რთულია იმის თქმა, თუ ვინ არის "ოქროს ბურთის" მთავარი ფავორიტი. ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი გვყავს, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ის მართლაც საოცარი ფეხბურთელია. ჩემპიონთა ლიგაზე არ არის ერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და პარიზული კლუბის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ჩემი აზრით, "ოქროს ბურთის" მოგების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია. დღეს ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს," - განაცხადა ბერძენი ჟურნალისტმა, მანოს სტარამოპულოსმა "რუსთავი 2-თან" საუბრისას.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
მოიგებს თუ არა კვარაცხელია ოქროს ბურთს? | მოლოდინებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები