ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მთავარ ნომინაციაში 30 ფეხბურთელს შორის ხვიჩა კვარაცხელიაა - ვინ გახდება ოქროს ბურთის მფლობელი, ცნობილი 48 საათში გახდება

„ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა; ჯილდოს მფლობელის ვინაობა 48 საათში გახდება ცნობილი.

დიდების ჯილდო, რომელიც წელს პირველად პარიზის მიღმა გაბრწყინდება - ლონდონი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. 70 წლიანი ისტორია და დღე, როდესაც ფეხბურთის სამყარო შედეგებს აჯამებს. ვინ გახდება ოქროს ბურთის მფლობელი - კითხვას პასუხი 48 საათში გაეცემა. მთავარ ნომინაციაში სულ 30 ფეხბურთელია დასახელებული, მათ შორის არის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.

ქართველი გულშემატკივრების მთავარი სურვილი, მთავარი პრიზის საქართველოში წამოღებაა. ინდივიდუალური გამოსვლა, გუნდური წარმატება და სამართლიანი თამაში - ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომლითაც სპორტულმა ჟურნალისტებმა იხელმძღვანელეს. ისტორიული წრე შეკრულია - ოქროს ბურთის ისტორია 1956 წელს დაიწყო, პირველი გამარჯვებული ინგლისელი სტენლი მეთიუსი გახდა. მთავარი ჯილდო კი ისევ ინგლისის მიწაზე დაბრუნდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
TNT Sports-მა "ოქროს ბურთის" მთავარ პრეტენდენტად კეინი დაასახელა - კვარაცხელია მეოთხეაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები