ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე - 30 წლის ქალის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღეს

ფონიჭალაში სამართალდამცველებმა ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 30 წლის ქალი დააკავეს, რომლის საცხოვრებელი სახლის სათავსოდანაც 626 აბი „მეთადონი“ ამოიღეს.

დაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე - 30 წლის ქალის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღეს
დაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე - 30 წლის ქალის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღესრუსთავი 2

30 წლის ქალს ხელბორკილები ნარკოდანაშაულისთვის დაადეს და სახლიდან პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

პოლიციას ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა, რომ ახალგაზრდა ქალი ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული და უახლოეს დღეებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" გავრცელებას გეგმავდა.

ფონიჭალაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღეს. ნარკოდანაშაულის მთავარი ნივთმტკიცება საგულდაგულოდ იყო დამალული.

კადრები სამართალდამცველებმა სახლის ეზოში მიმდინარე ჩხრეკისას გადაიღეს. მასალაში ჩანს, რომ "მეთადონის" აბები ერთ დიდ შეკვრად იყო დაფასოებული. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი პოლიციამ სათავსოდან ამოიღო.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება ფონიჭალაში, ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს. მტკვრის ქუჩაზე ჩხრეკა რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ნარკოდამნაშავეების დასადგენად და მათ დასაკავებლად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღეს - დაკავებულია 1 პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები