ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა 626 აბი „მეთადონი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში სამართალდამცველებმა 626 აბი „მეთადონი“ ამოიღეს და ერთი პირი დააკავეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების ხელშეწყობას ედავებიან. შსს-ს ცნობით, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სამართალდამცველებმა 626 აბი „მეთადონი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
სამართალდამცველებმა 626 აბი „მეთადონი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირიიმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის შედეგად, ერთ შეკვრად დაფასოებული, 626 აბი „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
  2. ალიაოპოზიციურიამოღებულია 626 აბი „მეთადონი“ – დაკავებულია ქალი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეთადონი", "ამფეტამინი", პისტოლეტი, მჭიდი - დაკავებულია 1 პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები