ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,პენიტეციური სამსახურის უფროსის გადადგომით სისტემის საშიში მანკიერება გამოვლინდა“ – ხატია დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობა

ხატია დეკანოიძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის უფროსის გადადგომამ სისტემის მანკიერება გამოავლინა და ციხეში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ პატიმარზე ძალადობაზე გამოძიებას კითხვები დაუსვა.

,,პენიტეციური სამსახურის უფროსის გადადგომით სისტემის საშიში მანკიერება გამოვლინდა“ – ხატია დეკანოიძე
,,პენიტეციური სამსახურის უფროსის გადადგომით სისტემის საშიში მანკიერება გამოვლინდა“ – ხატია დეკანოიძეალია

ნაცმოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე:

,,პენიტეციური სამსახურის უფროსის გადადგომით სისტემის საშიში მანკიერება გამოვლინდა.

შესაბამისად, გამოძიებასთან რამდენიმე კითხვა მექნება. ნორმალურ ქვეყანაში სისტემა ვალდებულია ადამიანებს ამ კითხვებზე პასუხი გასცეს:

1. როგორც გამოჩნდა, ციხეში ნამდვილად ჰქონდა ძალადობის ფაქტს ადგილი განსაკუთრებით საშიშში ფრომით: სახელმწიფომ წინასწარ შეთანხმებული სცენარით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მინიმალური სასჯელით განსაზღვრული ბრალდებით დააკავა, შემდეგ კონკრეტულმა ადამიანებმა, არაფორმალურად, ციხის საკანში პატიმარზე იძალადეს. საინტერესოა, იცოდა თუ არა ეს პენიტეციური სამსახურის უფროსმა?

2. თუ ეს მისთვის ცნობილი არ იყო – ვინ არიან ის პირები, ვინც არაფორმალურად მართავენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და ვისგან იღებენ დავალებებს?

3. თუ ცნობილი იყო, მაშინ გვჭირდება კონკრეტული ინფორმაცია, ვის მფარველობდა სისტემა.

4. რა ეტაპზეა ძალადობის ის საქმეები, რომლებზეც პენიტეციური სამსახურის უფროსი ამბობდა, რომ საზოგადოებისა და პატიმრების ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მიმდინარეობს თუ არა გამოძიება?

სახელმწიფოსა და ორგანიზებული დანაშაულის ძალზედ საშიში თანამშრომლობა სასჯელაღსრულების სისტემას ეტყობა პირველ რიგში. არაფორმალურ, კრიმინალურ მმართველობაში არავინაა დაცული, საზოგადოების აქტიურობა მნიშვნელოვანია და ყოველთვის აქვს აზრი.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„მე ზუსტად ვხვდები რა აღიზიანებს ივანიშვილს ვახო სანაიას ხასიათში“ – ხატია დეკანოიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები