მაკა ბოჭორიშვილი – წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად უჭერდა მხარს დაკავშირებადობის გაძლიერებას და მსჯელობდა, როგორ შეიძლება, შავი ზღვა ვაქციოთ უფრო დამაკავშირებელ სივრცედ და არა გამყოფ ზღვად
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს მიზანი შავი ზღვის დამაკავშირებელ სივრცედ ქცევაა, რისთვისაც ქვეყანა სატრანსპორტო ქსელსა და ანაკლიის პორტს ავითარებს. მისი თქმით, შუა დერეფნის პროექტების განხორციელება ბიზნესისა და საერთაშორისო ინვესტიციების გარეშე რთული იქნება.

წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად უჭერდა მხარს დაკავშირებადობის გაძლიერებას და მსჯელობდა, როგორ შეიძლება, შავი ზღვა უფრო დამაკავშირებელ სივრცედ ვაქციოთ და არა – გამყოფ ზღვად. ერთ მხარეს ევროკავშირია, მეორე მხარე კი განსხვავებულია — ჩვენ ევროკავშირის წევრები არ ვართ, ხოლო საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთში, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც დაკავშირებადობას ეხება.
ბოჭორიშვილის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს სტრატეგია სწორედ ისეთი გარემოს შექმნას ემსახურებოდა, რომელიც შავ ზღვას უფრო დამაკავშირებელ სივრცედ აქცევდა.
მინისტრის განმარტებით, საუბარია საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან დაკავშირებაზე.
„საქართველოს პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რათა საქართველო ევროკავშირთან უფრო დაგვეახლოებინა, ჩვენი სტანდარტები ევროპულ სტანდარტებთან მიგვეახლოებინა, მათი ჰარმონიზაცია მოგვეხდინა და ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან უფრო მეტად შეგვეთანხმებინა. გავაძლიერეთ პარტნიორობა ყაზახეთთან და უზბეკეთთან, რაც სტრატეგიული დონის ურთიერთობებში აისახა. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან კი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა და შესანიშნავი ურთიერთობები გვაკავშირებს.
სწორედ ასე ვქმნით დაკავშირებადობის ამ ხაზს და აი, დღეს აქ, სოფიაში, ამ თემაზე ვსაუბრობთ. დაკავშირებადობა მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიისთვის, მნიშვნელოვანია აზიისთვის და ასევე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის.
თუმცა ფიზიკური მარშრუტებისა და კავშირების შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბულგარეთთან, რუმინეთთან და თურქეთთან ერთად საქართველოსაც მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესასრულებელი ამ ფიზიკური კავშირების შესაქმნელად.
ჩვენი მხრივ, ბულგარეთთან დაკავშირებადობის მიმართულებით შესანიშნავი თანამშრომლობა განვავითარეთ და საკუთარ ვალდებულებებსაც ვასრულებთ — ვავითარებთ საპორტო ინფრასტრუქტურას. ამჟამად საქართველოში ორი მოქმედი პორტი გვაქვს: ბათუმის საზღვაო პორტი და ფოთის საზღვაო პორტი. თუმცა, სრულიად განსხვავებულ პროექტზეც ვფიქრობთ — ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შავი ზღვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის და ხელს შეუწყობს ამ დიდი რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამასთანავე, ვავითარებთ საგზაო ინფრასტრუქტურასა და სარკინიგზო ქსელს. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენი მიზანია ისეთი ფიზიკური კავშირების შექმნა, რომლებიც მთლიანობაში შავი ზღვის დაკავშირებადობის პოტენციალს გაზრდის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შუა დერეფანს დაკავშირებადობის თვალსაზრისით უზარმაზარი პოტენციალი აქვს, როდესაც სხვადასხვა რეგიონის ერთმანეთთან დაკავშირებაზე ვსაუბრობთ.
„თუ გვინდა, შუა დერეფანი კონკურენტუნარიან მარშრუტად ვაქციოთ, უნდა შევაფასოთ მისი პოტენციალი და უპირატესობები. საქმე, რა თქმა უნდა, პროცედურებსაც ეხება. ჩვენ მრავალ ქვეყანასთან გვაქვს საქმე, რომელთაც განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები აქვთ. ბუნებრივია, ყველა მათგანის შეთანხმებულად მოქმედება და ერთიანი წესების შემუშავება საკმაოდ რთულია.
ევროკავშირის შემთხვევაში ეს უფრო მარტივია — ის ერთი კავშირია, სადაც ერთიანი წესები მოქმედებს. მაგრამ როგორც კი საზღვარს გადაკვეთთ, ვითარება უფრო რთული და კომპლექსური ხდება. ამიტომ, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შუა დერეფნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჩვენთვის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება პრიორიტეტულია. სწორედ ამ მიმართულებით ვდებთ ინვესტიციებს.
შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორებთან პოლიტიკური დიალოგის წარმოება. ეს არის საფუძველი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ არსებული დაბრკოლებები და გამოწვევები და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათი გადაჭრა. ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობა უნდა გავაღრმაოთ
ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და მხოლოდ ინფრასტრუქტურით არ შემოიფარგლება. ჩვენ შეგვიძლია გზების აშენება, მაგრამ შესაძლოა, არ გვქონდეს ისეთი პოლიტიკური ვითარება, რომელიც ამ გზების გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს. ბევრი გზა გვაქვს, რომლებითაც ვერ ვსარგებლობთ.
შეგვიძლია, წესებიც შევიმუშაოთ, მაგრამ შესაძლოა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვქონდეს. ამიტომ ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. ჩემი აზრით, შუა დერეფნის განვითარებას სხვადასხვა პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ, თუმცა ის შესაძლებლობადაც უნდა აღვიქვათ. თქვენ მიერ ნახსენები შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ ერთი მაგალითია ფიზიკური კავშირებისა, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი ქვეყნები და რეგიონები შავი ზღვის გავლით შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდნენ.
ამ პროექტების განხორციელება აუცილებელია და ბიზნესის ჩართულობისა და ინვესტიციების გარეშე, რა თქმა უნდა, მხოლოდ მთავრობებისთვის მათი განხორციელება ძალიან რთული იქნება. საქართველოს ჩვენი პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ის ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით ყველაზე მოწინავე ქვეყნების რიგში შეიძლება მოვიხსენიოთ.
კვლავ მინდა, ხაზი გავუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რათა ამგვარი პროექტები განვახორციელოთ. ეს მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის — რუმინეთისთვის, ბულგარეთისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსთვის და მთლიანად ჩვენი ფართო რეგიონისთვის. ჩვენ, როგორც ქვეყნებმა, ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და ამ პროექტების განსახორციელებლად ხელსაყრელი გარემო შევქმნათ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რათა საქართველო ევროკავშირთან უფრო დაგვეახლოებინა, ჩვენი სტანდარტები ევროპულ სტანდარტებთან მიგვეახლოებინა, მათი ჰარმონიზაცია მოგვეხდინა და ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან უფრო მეტად შეგვეთანხმებინა. გავაძლიერეთ პარტნიორობა ყაზახეთთან და უზბეკეთთან, რაც სტრატეგიული დონის ურთიერთობებში აისახა. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან კი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა და შესანიშნავი ურთიერთობები გვაკავშირებს. სწორედ ასე ვქმნით დაკავშირებადობის ამ ხაზს და აი, დღეს აქ, სოფიაში, ამ თემაზე ვსაუბრობთ. დაკავშირებადობა მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიისთვის, მნიშვნელოვანია აზიისთვის და ასევე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის. თუმცა ფიზიკური მარშრუტებისა და კავშირების შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბულგარეთთან, რუმინეთთან და თურქეთთან ერთად საქართველოსაც მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესასრულებელი ამ ფიზიკური კავშირების შესაქმნელად. ჩვენი მხრივ, ბულგარეთთან დაკავშირებადობის მიმართულებით შესანიშნავი თანამშრომლობა განვავითარეთ და საკუთარ ვალდებულებებსაც ვასრულებთ — ვავითარებთ საპორტო ინფრასტრუქტურას. ამჟამად საქართველოში ორი მოქმედი პორტი გვაქვს: ბათუმის საზღვაო პორტი და ფოთის საზღვაო პორტი. თუმცა, სრულიად განსხვავებულ პროექტზეც ვფიქრობთ — ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შავი ზღვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის და ხელს შეუწყობს ამ დიდი რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამასთანავე, ვავითარებთ საგზაო ინფრასტრუქტურასა და სარკინიგზო ქსელს. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენი მიზანია ისეთი ფიზიკური კავშირების შექმნა, რომლებიც მთლიანობაში შავი ზღვის დაკავშირებადობის პოტენციალს გაზრდის“
„თუ გვინდა, შუა დერეფანი კონკურენტუნარიან მარშრუტად ვაქციოთ, უნდა შევაფასოთ მისი პოტენციალი და უპირატესობები. საქმე, რა თქმა უნდა, პროცედურებსაც ეხება. ჩვენ მრავალ ქვეყანასთან გვაქვს საქმე, რომელთაც განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები აქვთ. ბუნებრივია, ყველა მათგანის შეთანხმებულად მოქმედება და ერთიანი წესების შემუშავება საკმაოდ რთულია. ევროკავშირის შემთხვევაში ეს უფრო მარტივია — ის ერთი კავშირია, სადაც ერთიანი წესები მოქმედებს. მაგრამ როგორც კი საზღვარს გადაკვეთთ, ვითარება უფრო რთული და კომპლექსური ხდება. ამიტომ, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შუა დერეფნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჩვენთვის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება პრიორიტეტულია. სწორედ ამ მიმართულებით ვდებთ ინვესტიციებს. შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორებთან პოლიტიკური დიალოგის წარმოება. ეს არის საფუძველი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ არსებული დაბრკოლებები და გამოწვევები და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათი გადაჭრა. ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობა უნდა გავაღრმაოთ ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და მხოლოდ ინფრასტრუქტურით არ შემოიფარგლება. ჩვენ შეგვიძლია გზების აშენება, მაგრამ შესაძლოა, არ გვქონდეს ისეთი პოლიტიკური ვითარება, რომელიც ამ გზების გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს. ბევრი გზა გვაქვს, რომლებითაც ვერ ვსარგებლობთ. შეგვიძლია, წესებიც შევიმუშაოთ, მაგრამ შესაძლოა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვქონდეს. ამიტომ ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. ჩემი აზრით, შუა დერეფნის განვითარებას სხვადასხვა პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ, თუმცა ის შესაძლებლობადაც უნდა აღვიქვათ. თქვენ მიერ ნახსენები შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ ერთი მაგალითია ფიზიკური კავშირებისა, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი ქვეყნები და რეგიონები შავი ზღვის გავლით შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ამ პროექტების განხორციელება აუცილებელია და ბიზნესის ჩართულობისა და ინვესტიციების გარეშე, რა თქმა უნდა, მხოლოდ მთავრობებისთვის მათი განხორციელება ძალიან რთული იქნება. საქართველოს ჩვენი პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ის ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით ყველაზე მოწინავე ქვეყნების რიგში შეიძლება მოვიხსენიოთ. კვლავ მინდა, ხაზი გავუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რათა ამგვარი პროექტები განვახორციელოთ. ეს მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის — რუმინეთისთვის, ბულგარეთისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსთვის და მთლიანად ჩვენი ფართო რეგიონისთვის. ჩვენ, როგორც ქვეყნებმა, ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და ამ პროექტების განსახორციელებლად ხელსაყრელი გარემო შევქმნათ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…