ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაზა ბიბილაშვილი – საქართველოში „ქართული ოცნების“ მხრიდან უკვე დამხობილია კონსტიტუციური წესრიგი, მაგალითად, არსებობს ამასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ არაერთი ანგარიში

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოში კონსტიტუციური წესრიგი უკვე დამხობილია, ხოლო სახელმწიფო ერთი ადამიანის მიერაა მიტაცებული.

ზაზა ბიბილაშვილი – საქართველოში „ქართული ოცნების“ მხრიდან უკვე დამხობილია კონსტიტუციური წესრიგი, მაგალითად, არსებობს ამასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ არაერთი ანგარიში
ზაზა ბიბილაშვილი – საქართველოში „ქართული ოცნების“ მხრიდან უკვე დამხობილია კონსტიტუციური წესრიგი, მაგალითად, არსებობს ამასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ არაერთი ანგარიშიპირველი არხი

სარჩელის 29-ე გვერდზე ვკითხულობთ – „ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, უცხოეთიდან დაისაჯოს საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება“. ეს გახლავთ სარჩელში ჩაწერილი საკმაოდ ბანალური ხრიკი, რომელიც თავისთავად სამართლებრივი ნონსენსია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, ორი ფუნდამენტურად განსხვავებული რამ არის დაჯგუფებული – საქართველოს მმართველი პარტია, რომლის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა სრულიად ლეგიტიმურია, გაიგივებულია ქართულ სახელმწიფოსთან.

„ეს აღრევა „ქართული ოცნების“ სტანდარტული პრაქტიკაა, რომელსაც, პრაქტიკულად, ყოველდღე ვისმენთ, მათ შორის ამ პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებისგან და სარჩელზე ხელმომწერებისგან. იგივე ლოგიკა ვრცელდება ფორმულირებაზე, თითქოს ერთი და იგივეა ხელისუფლების ცვლილება, რაც ყველა რეალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლეგიტიმური მიზანია და კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა. ეს თანხვედრაშია იმ მიდგომასთან, თითქოს ქვეყნის გარედან ქართველი ხალხის მეგობრების მიერ „ოცნების“ ქმედებების კრიტიკა თურმე საქართველოზე თავდასხმა ყოფილა, ხოლო ქვეყნის შიგნით ოპოზიციის პოლიტიკური საქმიანობა კი – საბოტაჟი.

ამასთან, ბევრი დამკვირვებლის აზრითა და ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ანგარიშით, საქართველოში „ქართული ოცნების“ მხრიდან უკვე დამხობილია კონსტიტუციური წესრიგი, სახელმწიფო მიტაცებულია ერთი ადამიანის, ორმაგი მოქალაქის – უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქის მიერ. ვციტირებ ანგარიშებს და ასეთი ანგარიში ბევრია. მოყვანილია ამის საფუძველი, ეს არ არის პოლიტიკური განცხადება. ვციტირებ იმას, რისი ობიექტური დასტურიც არის. მაგალითად, არსებობს ამასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ არაერთი ანგარიში. ეს მოცემული იქნება დაზუსტებით, როდესაც წერილობით წარმოგიდგენთ“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, უცხოეთიდან დაისაჯოს საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება“
„ეს აღრევა „ქართული ოცნების“ სტანდარტული პრაქტიკაა, რომელსაც, პრაქტიკულად, ყოველდღე ვისმენთ, მათ შორის ამ პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებისგან და სარჩელზე ხელმომწერებისგან. იგივე ლოგიკა ვრცელდება ფორმულირებაზე, თითქოს ერთი და იგივეა ხელისუფლების ცვლილება, რაც ყველა რეალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლეგიტიმური მიზანია და კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა. ეს თანხვედრაშია იმ მიდგომასთან, თითქოს ქვეყნის გარედან ქართველი ხალხის მეგობრების მიერ „ოცნების“ ქმედებების კრიტიკა თურმე საქართველოზე თავდასხმა ყოფილა, ხოლო ქვეყნის შიგნით ოპოზიციის პოლიტიკური საქმიანობა კი – საბოტაჟი. ამასთან, ბევრი დამკვირვებლის აზრითა და ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ანგარიშით, საქართველოში „ქართული ოცნების“ მხრიდან უკვე დამხობილია კონსტიტუციური წესრიგი, სახელმწიფო მიტაცებულია ერთი ადამიანის, ორმაგი მოქალაქის – უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქის მიერ. ვციტირებ ანგარიშებს და ასეთი ანგარიში ბევრია. მოყვანილია ამის საფუძველი, ეს არ არის პოლიტიკური განცხადება. ვციტირებ იმას, რისი ობიექტური დასტურიც არის. მაგალითად, არსებობს ამასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ არაერთი ანგარიში. ეს მოცემული იქნება დაზუსტებით, როდესაც წერილობით წარმოგიდგენთ“
ზაზა ბიბილაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები