ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაზა ბიბილაშვილი – მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა არაერთი ბერკეტი, გამოეწვია ხელოვნური ან ბუნებრივი პოლიტიკური კრიზისი, რაც არ გაუკეთებია, შესაბამისად, აბსურდულია მტკიცება, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა დამხობის განზრახვა

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

„ენმ-ის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ აბსურდულია ბრალდება, თითქოს პარტიას კონსტიტუციური წესწყობილების დამხობის განზრახვა ჰქონდა, რადგან მათ ქვეყნის ისტორიაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების ერთადერთი პრეცედენტი შექმნეს.

ზაზა ბიბილაშვილი – მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა არაერთი ბერკეტი, გამოეწვია ხელოვნური ან ბუნებრივი პოლიტიკური კრიზისი, რაც არ გაუკეთებია, შესაბამისად, აბსურდულია მტკიცება, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა დამხობის განზრახვა
ზაზა ბიბილაშვილი – მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა არაერთი ბერკეტი, გამოეწვია ხელოვნური ან ბუნებრივი პოლიტიკური კრიზისი, რაც არ გაუკეთებია, შესაბამისად, აბსურდულია მტკიცება, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა დამხობის განზრახვაპირველი არხი

აბსურდულია მტკიცება, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ან ადრე ჰქონდა კონსტიტუციური წესწყობილების დამხობის განზრახვა, ან შემდეგ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯი გადაუდგამს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები და დემოკრატია – ამ მხრივ ბევრი, და მათ შორის, ბევრი ლეგიტიმური, პოლიტიკური, ზოგიერთი სამართლებრივი პრეტენზიაც არსებობს წინა ხელისუფლებასთან.

„2007 წლის პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა, მან დანიშნა ახალი არჩევნები ლეგიტიმაციის და მანდატის გასაახლებლად. 2019 წლის მერე საქართველოში არაერთი პოლიტიკური კრიზისი ყოფილა, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს გაუვლია აზრად ამ ხელისუფლებას. პირიქით, ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანები ამას ითხოვდნენ, პასუხად ვიღებდით მხოლოდ სისასტიკეს და გაცხადებულად ნულოვანი თანაგრძნობისა და ემპათიის პოლიტიკას. წინა ხელისუფლებამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების დემოკრატიულად, მშვიდობიანად და ორგანიზებულად გადაბარების პირველი და ერთადერთი პრეცედენტი. მესმის, რომ ბევრს მოსწონს ან ბევრს არ მოსწონს, მაგრამ არის ფაქტები, რომლებიც არის უდავო. ხელისუფლებაში ორი ვადით ყოფნის შემდეგ მოპასუხე პარტიამ შექმნა საქართველოს ისტორიაში პირველი და უკანასკნელი პრეცედენტი, როდესაც დემოკრატიული არჩევნების შედეგად წავიდა ხელისუფლებიდან, გადააბარა ხელისუფლება მშვიდობიანად, მიიღეს მოპასუხე მხარის წარმომადგენლები, შეხვდნენ, კონკრეტულ შენონებში შეიყვანეს, კონკრეტულ მაგიდებთან დასვეს, კონკრეტული ინსტიტუტებისა და სისტემების მუშაობა აუხსნეს და, სამწუხაროდ, უკვე ერთ თვეში, ეს უკვე პოლიტიკური დევნის ფორმით დაუბრუნდა მოპასუხე პარტიას. როდესაც ვსაუბრობთ სასამართლოს შინაგან განწყობაზე, ერთიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა შეუდარებლად უფრო ძნელია, ვიდრე ძალადობრივი გზით შენარჩუნება, როდესაც ხელისუფლებაში ხარ და ყველა ბერკეტი შენს ხელშია – იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურები, ფინანსური რესურსები თუ სხვა“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

მისი თქმით, ლოგიკას არის მოკლებული მტკიცება, რომ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა იმ პარტიის მიზანია, რომელმაც შექმნა საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მშვიდობიანი გადაბარების პრეცედენტი.

„აღნიშნულის შემდეგაც, კიდევ ერთი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე და მას ჰქონდა კონსტიტუციით მინიჭებული არაერთი ბერკეტი, რომ გამოეწვია ხელოვნური ან სრულიად ბუნებრივი პოლიტიკური კრიზისი და დაენიშნა ვადამდელი არჩევნები, რაც მას არ გაუკეთებია. მან არ გამოიყენა, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ის ბერკეტები, რომელიც აღქმული იქნებოდა საზოგადოების მიერ ბოლო არჩევნების ეჭვქვეშ დაყენებად. შესაბამისად, აბსურდულია მტკიცება, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ან ადრე ჰქონდა კონსტიტუციური წესწყობილების დამხობის განზრახვა, ან შემდეგ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯი გადაუდგამს“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2007 წლის პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა, მან დანიშნა ახალი არჩევნები ლეგიტიმაციის და მანდატის გასაახლებლად. 2019 წლის მერე საქართველოში არაერთი პოლიტიკური კრიზისი ყოფილა, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს გაუვლია აზრად ამ ხელისუფლებას. პირიქით, ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანები ამას ითხოვდნენ, პასუხად ვიღებდით მხოლოდ სისასტიკეს და გაცხადებულად ნულოვანი თანაგრძნობისა და ემპათიის პოლიტიკას. წინა ხელისუფლებამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების დემოკრატიულად, მშვიდობიანად და ორგანიზებულად გადაბარების პირველი და ერთადერთი პრეცედენტი. მესმის, რომ ბევრს მოსწონს ან ბევრს არ მოსწონს, მაგრამ არის ფაქტები, რომლებიც არის უდავო. ხელისუფლებაში ორი ვადით ყოფნის შემდეგ მოპასუხე პარტიამ შექმნა საქართველოს ისტორიაში პირველი და უკანასკნელი პრეცედენტი, როდესაც დემოკრატიული არჩევნების შედეგად წავიდა ხელისუფლებიდან, გადააბარა ხელისუფლება მშვიდობიანად, მიიღეს მოპასუხე მხარის წარმომადგენლები, შეხვდნენ, კონკრეტულ შენონებში შეიყვანეს, კონკრეტულ მაგიდებთან დასვეს, კონკრეტული ინსტიტუტებისა და სისტემების მუშაობა აუხსნეს და, სამწუხაროდ, უკვე ერთ თვეში, ეს უკვე პოლიტიკური დევნის ფორმით დაუბრუნდა მოპასუხე პარტიას. როდესაც ვსაუბრობთ სასამართლოს შინაგან განწყობაზე, ერთიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა შეუდარებლად უფრო ძნელია, ვიდრე ძალადობრივი გზით შენარჩუნება, როდესაც ხელისუფლებაში ხარ და ყველა ბერკეტი შენს ხელშია – იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურები, ფინანსური რესურსები თუ სხვა“
ზაზა ბიბილაშვილი
„აღნიშნულის შემდეგაც, კიდევ ერთი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე და მას ჰქონდა კონსტიტუციით მინიჭებული არაერთი ბერკეტი, რომ გამოეწვია ხელოვნური ან სრულიად ბუნებრივი პოლიტიკური კრიზისი და დაენიშნა ვადამდელი არჩევნები, რაც მას არ გაუკეთებია. მან არ გამოიყენა, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ის ბერკეტები, რომელიც აღქმული იქნებოდა საზოგადოების მიერ ბოლო არჩევნების ეჭვქვეშ დაყენებად. შესაბამისად, აბსურდულია მტკიცება, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ან ადრე ჰქონდა კონსტიტუციური წესწყობილების დამხობის განზრახვა, ან შემდეგ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯი გადაუდგამს“
ზაზა ბიბილაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"გვაკრიტიკებთ?!" - მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები