ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ეკონომიკურო პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე GCCA -ის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძის ანგარიშით, ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანია ჯამურად 600 ათასი ლარით დაჯარიმდა, რუსთავის ავტობაზრობა კი — 900 ათასამდე. სააგენტოს ჩართულობით, მომხმარებლებს წლიურად 1 მილიონ ლარამდე თანხა დაუბრუნდათ.

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ეკონომიკურო პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე GCCA -ის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ეკონომიკურო პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე GCCA -ის საქმიანობის ანგარიში წარადგინარუსთავი 2

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ისაუბრა.

ანგარიშის მიხედვით, დასრულდა ოთხი მოკვლევა, საიდანაც ორში დადასტურდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მიმდინარეობდა 7 სტრატეგიული ბაზრის მონიტორინგი. დასრულდა დემპინგის ერთი ქეისის შესწავლა. მომხარებლების უფლებების კუთხით კი, განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა და მოქალაქეებმა 1 მლნ. ლარამდე თანხის უკან დაბრუნება შეძლეს.

GCCA-ის თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით 2025 წელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, შედეგებითა და საერთაშორისო აღიარებებით გამოირჩეოდა. დაარსებიდან 12 წლის თავზე, GCCA-იმ გააძლიერა გავლენა შიდა სტრატეგიულ ბაზრებზე და კიდევ უფრო გაზარდა ჩართულობა საერთაშორისო პლატფორმებზე.

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების ფარგლებში, 2025 წელს დასრულდა ოთხი მოკვლევა, მათ შორის, 2 შემთხვევაში დადგინდა ჭარბი ფასი. ფარმაცევტულ ბაზარზე გამოვლენილი დარღვევების შედეგად, ოთხ კომპანიას, ჯამურად, 600 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. კიდევ ერთი დარღვევა შეეხებოდა რუსთავის ავტო-ბაზრობას, რომელიც 900 ათას ლარამდე დაჯარიმდა.

GCCA აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ბაზრის მონიტორინგს, მათ შორის - საწვავის, FMCG-ის, აგროსასუქების/პესტიციდების და სამედიცინო სერვისების მიმართულებით. ანგარიშში წარმოდგენილია შუალედური ანგარიშები და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები პოლიტიკის განმახორციელებელი უწყებებისთვის.

2025 წელს გადამოწმდა 24 ათასამდე რეგისტრირებული კონცენტრაცია და 18-ზე გაიცა თანხმობა. ყველაზე მეტი კონცენტრაცია სამშენებლო და სამშენებლო მასალების სექტორში განხორციელდა, შემდეგ პოზიციებზე კი, საცალო ვაჭრობის და სამედიცინო/განათლების სექტორები არიან.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წელს სააგენტოში შესული განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა. სააგენტოს ჩართულობით, მომართვების 90%-ზე მეტი მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა და მოქალაქეებმა წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 1 მილიონ ლარი დაიბრუნეს უკან. განაცხადების 70%-მდე ონლაინ ვაჭრობას ეხება, ლიდერი სექტორი ტანსაცმლით, ტექნიკით ვაჭრობა და მიტანის სერვისებია. მომხმარებელი ყველაზე ხშირად თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. მომხმარებელთა საჩივრები განიხილება ერთი თვის ვადაში ყოველგვარი ხარჯის გარეშე.

,,2025 წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა GCCA-ის მიერ მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელის - ICPEN-ის პრეზიდენტობის მოპოვება 2026/2027 წლებში. ქსელი 90-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს აზიარებს. პრეზიდენტობის ფარგლებში, საქართველომ 2026 წლის სექტემბერში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

GCCA-მ გასულ წელს, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო აღიარება და ჯილდო მოიპოვა ფარმაცევტულ სექტორში მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შედეგად მომხმარებლებისთვის პოზიტიური შედეგების მიღწევისთვის. აღნიშნული ქეისები საუკეთესოდ დასახელდა 40 ქვეყნის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებებს შორის. მსოფლიო ბანკმა ასევე საუკეთესოდ შეაფასა GCCA-ს საკომუნიკაციო სტრატეგია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით’’ - განმარტავს ლექვინაძე.

ანტიდემპინგის პოლიტიკის ფარგლებში, 2025 წელს დასრულდა ერთი კვლევა, რომელიც შეეხებოდა არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტს ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან. მთავრობის მიერ შემოღებული ადგილობრივი წარმოების დამცავი მექანიზმების (ტარიფის) გათვალისწინებით, დამატებითი ტარიფის შემოღება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

,,GCCA-სთვის წელი აქტიური იყო საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხითაც. 2025 წელს GCCA-მ მეოთხედ უმასპინძლა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც 18 ქვეყნის 50-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი მონაწილეობდა. ასევე, GCCA-მ წამყვანი და ლიდერის როლი შეასრულა UNCTAD-ისა და OECD-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

აღსანიშნავია, რომ 2026 წელს საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნიდან 30 წელი შესრულდა, ანგარიშში წარმოდგენილია ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენები და მიღწეული შედეგები. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2026 წელსაც გააგრძელებს პროაქტიულ საქმიანობას სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენციის ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად“ - აცხადებს ლექვინაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ეკონომიკურო პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე GCCA -ის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიშს მოისმენენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები