პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი – ჩვენი ამოცანაა, ევროპული სტრუქტურების კვლევითი ორგანიზაციების მიერ შეფასებული ყველა სტანდარტი შევინარჩუნოთ ან განვავითაროთ, სწორედ ეს არის ევროპული სტანდარტი

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციებს რეალობასთან კავშირი არ აქვს, ხოლო კუბილიუსისა და იუკნევიჩიანეს განცხადებები ევროპული სტანდარტი არაა. მისი თქმით, სააკაშვილი უდანაშაულო არ არის და პოლიტიკოსობა ძალადობის ინდულგენცია ვერ იქნება.

გია ვოლსკი – ჩვენი ამოცანაა, ევროპული სტრუქტურების კვლევითი ორგანიზაციების მიერ შეფასებული ყველა სტანდარტი შევინარჩუნოთ ან განვავითაროთ, სწორედ ეს არის ევროპული სტანდარტი
პირველი არხი

ჩვენი ამოცანაა, ევროპული სტრუქტურების კვლევითი ორგანიზაციების მიერ შეფასებული ყველა სტანდარტი შევინარჩუნოთ ან განვავითაროთ, უკეთესი გავხადოთ. სწორედ ეს არის ევროპული სტანდარტი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული სტანდარტია, რასაც სიღრმისეული კვლევით მსოფლიო ბანკი და სხვა კვლევითი ორგანიზაციები დებენ.

„კუბილიუსის ან იუკნევიჩიანეს გამონათქვამები, გორბაჩოვის პარტიის წევრების განცხადებები, ჩვენთვის ევროპული სტანდარტი არ არის. ევროპული სტანდარტია, რასაც სიღრმისეული კვლევით მსოფლიო ბანკი და სხვა კვლევითი ორგანიზაციები დებენ.

რეზოლუციის ყველა მუხლს რომ გადავხედოთ, რომელიც აქამდე ყოფილა მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით, ადვილად შევამჩნევთ, რომ მას არავითარი კავშირი არ აქვს იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოშია. სააკაშვილი არ არის უდანაშაულო ადამიანი. არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ რუსეთის პოლიტიკას ვუწყობთ ხელს იმით, რომ მათთან ომში არ შევდივართ. არანაირი საფუძველი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ ადამიანი, რომელიც მობილიზებული გყავს დანაშაულის ჩასადენად, რათა შემდეგ მას პოლიტიკური პატიმარი დაუძახო, ეს ადამიანი პოლიტიკური ნიშნით არ არის დაკავებული. შეიძლება, პოლიტიკოსი იყოს, მაგრამ ეს ინდულგენცია არ არის, რომ ქვეყანაში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლის კულტურა დანერგო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კუბილიუსის ან იუკნევიჩიანეს გამონათქვამები, გორბაჩოვის პარტიის წევრების განცხადებები, ჩვენთვის ევროპული სტანდარტი არ არის. ევროპული სტანდარტია, რასაც სიღრმისეული კვლევით მსოფლიო ბანკი და სხვა კვლევითი ორგანიზაციები დებენ. რეზოლუციის ყველა მუხლს რომ გადავხედოთ, რომელიც აქამდე ყოფილა მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით, ადვილად შევამჩნევთ, რომ მას არავითარი კავშირი არ აქვს იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოშია. სააკაშვილი არ არის უდანაშაულო ადამიანი. არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ რუსეთის პოლიტიკას ვუწყობთ ხელს იმით, რომ მათთან ომში არ შევდივართ. არანაირი საფუძველი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ ადამიანი, რომელიც მობილიზებული გყავს დანაშაულის ჩასადენად, რათა შემდეგ მას პოლიტიკური პატიმარი დაუძახო, ეს ადამიანი პოლიტიკური ნიშნით არ არის დაკავებული. შეიძლება, პოლიტიკოსი იყოს, მაგრამ ეს ინდულგენცია არ არის, რომ ქვეყანაში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლის კულტურა დანერგო“
გია ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვერავის დავარქმევთ პოლიტპატიმარს, ვისაც მახვილი ეჭირა ხელში და ცდილობდა ეს მახვილი საქართველოსთვის ჩაეცა გულში - გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის რეზოლუციაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები