ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია ბითაძე: ვგეგმავთ თელავის თეატრის რეაბილიტაციას. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის

მუნიციპალური განვითარების ფონდიკულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრ მაია ბითაძის განცხადებით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრს, რომლის 4703 კვ.მ შენობაც ავარიულ მდგომარეობაშია, მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

მაია ბითაძე: ვგეგმავთ თელავის თეატრის რეაბილიტაციას. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის
მაია ბითაძე: ვგეგმავთ თელავის თეატრის რეაბილიტაციას. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვისიმედინიუსი

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქალაქ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდა. მინისტრს თეატრის შენობის მდგომარეობასა და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ადგილზე გააცნეს თეატრის დირექტორმა ზაქარია რაზმაძემ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნანუკა ხუსკივაძემ.

დღეისათვის თეატრის შენობა, რომლის საერთო ფართობი 4703 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ავარიულ მდგომარეობაშია.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თეატრს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. შევქმნით თანამედროვე სტანდარტების თეატრალურ სივრცეს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის. სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ თელავში ჩვენ გვექნება სრულიად განახლებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი თეატრალური სივრცე. ეს საშუალებას მისცემს თეატრალურ დასს, იმუშაოს სრულიად ახალ მასშტაბებში, უმასპინძლოს საერთაშორისო ფესტივალებსა და დასებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებასა და ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულყოფილ კვლევას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არქიტექტურული ავთენტურობის დაცვას. მოხდება თეატრის თანამედროვე სტანდარტებთან ადაპტაცია - სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო საინჟინრო-ტექნოლოგიური სისტემების მოწყობა.

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კახეთის მხარეში გიგა თუშიშვილი, ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომაია ბითაძე: ვგეგმავთ თელავის თეატრის რეაბილიტაციას. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თეატრს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. შევქმნით თანამედროვე სტანდარტების თეატრალურ სივრცეს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის. სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ თელავში ჩვენ გვექნება სრულიად განახლებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი თეატრალური სივრცე. ეს საშუალებას მისცემს თეატრალურ დასს, იმუშაოს სრულიად ახალ მასშტაბებში, უმასპინძლოს საერთაშორისო ფესტივალებსა და დასებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებასა და ტურიზმის განვითარებას“
მაია ბითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძე: ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობისთვის ხელმისაწვდომი იყოს სახელოვნებო განათლების საუკეთესო პირობებში მიღებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები