ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ველისლავა პეტროვა-ჩამოვა – უკრაინაში ომისა და რუსეთზე გამავალი მარშრუტების გათვალისწინებით, უნდა მოვიძიოთ ალტერნატივები, კერძოდ, ის, რომ საქართველო დერეფნების გადაკვეთის მნიშვნელოვანი წერტილია

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ველისლავა პეტროვა-ჩამოვას განცხადებით, უკრაინის ომისა და რუსეთის შემოვლითი გზების ძიების ფონზე საქართველო დერეფნების გადაკვეთის მნიშვნელოვანი წერტილია და ევროპას ალტერნატიული მარშრუტები უნდა შესთავაზოს.

ველისლავა პეტროვა-ჩამოვა – უკრაინაში ომისა და რუსეთზე გამავალი მარშრუტების გათვალისწინებით, უნდა მოვიძიოთ ალტერნატივები, კერძოდ, ის, რომ საქართველო დერეფნების გადაკვეთის მნიშვნელოვანი წერტილია
ველისლავა პეტროვა-ჩამოვა – უკრაინაში ომისა და რუსეთზე გამავალი მარშრუტების გათვალისწინებით, უნდა მოვიძიოთ ალტერნატივები, კერძოდ, ის, რომ საქართველო დერეფნების გადაკვეთის მნიშვნელოვანი წერტილიაპირველი არხი

მე ყურადღებას გავამახვილებდი სტრატეგიულ ფოკუსზე. დღეს ჩვენ გვჭირდება ჩვენი ეროვნული მიზნების განსაზღვრა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ალიანსებში გაწევრიანების თვალსაზრისით, ჩვენ უკვე მნიშვნელოვნად ვართ ინტეგრირებული. თუმცა დღევანდელ ვითარებაში უნდა ვიცოდეთ არა მხოლოდ ის, თუ სად ვიმყოფებით, არამედ ისიც, თუ რა არის ჩვენი დამატებითი ღირებულება, – ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვა-ჩამოვამ ბულგარეთში, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, გეოგრაფიულ მდებარეობასა და რეალობას შორის განსხვავების გადალახვა მარტივი, სწორხაზოვანი პროცესი არ არის.

„ეს მოითხოვს არა მხოლოდ დროის სწორად განსაზღვრას, არამედ კონკრეტულ მოქმედებებსაც, მათ შორის კონკრეტული პერიოდების შერჩევას. დერეფნები მხოლოდ რუკაზე გავლებული ხაზები არ არის. ეს დერეფნები პოლიტიკურ პრიორიტეტებს წარმოადგენს და წლების განმავლობაში პოლიტიკური დისკუსიების საგანი იყო. დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი მარშრუტების ალტერნატივების მოძიების აუცილებლობის გათვალისწინებით, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ჩვენ უნდა ვეძებოთ ალტერნატივები და, როგორც ქვეყანამ, უნდა გამოვიყენოთ ის დამატებითი ღირებულება, რომელიც ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდება – კერძოდ, ის, რომ საქართველო დერეფნების გადაკვეთის მნიშვნელოვან წერტილს წარმოადგენს. ჩვენ შეგვიძლია, ევროპას ალტერნატიული მარშრუტები შევთავაზოთ, ჩვენ გვაქვს ყველა აუცილებელი წინაპირობა, რომ ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ბულგარეთისთვის შესაძლებლობად ვაქციოთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო, არამედ მთლიანად რეგიონისა და ევროპისთვისაც. სტრატეგიული ფოკუსი მხოლოდ საგარეო პოლიტიკის მოდელზე ფიქრს არ გულისხმობს. დაკავშირებადობა კარგი ინიციატივაა, თუმცა ის ძალიან ძვირადღირებული და გრძელვადიანი პროცესია. მას სჭირდება ხედვა და კონკრეტული ინვესტიციები. იმისათვის, რომ ეს დერეფნები ცალკეულ მონაკვეთებად არ დარჩეს – იქნება ეს სარკინიგზო მონაკვეთები თუ პორტები, აუცილებელია, ისინი ერთიანი დერეფნის ნაწილად განვიხილოთ. ამ მიმართულებით ინვესტიციებია საჭირო. უნდა შევქმნათ ეკონომიკურად დასაბუთებული საინვესტიციო მოდელი, რომელიც ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება. ეს დაკავშირებულია ჩვენი საინვესტიციო ინტერესების გადატანასთან ეროვნული დონიდან რეგიონულ და ევროპულ დონეზე“, – განაცხადა ბულგარეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, დაკავშირებადობა ერთ-ერთი ის საკითხია, რომლის გარშემოც ეროვნულ დონეზე პოლიტიკური კონსენსუსი უნდა ჩამოყალიბდეს.

„ჩვენ უნდა შევქმნათ დამატებითი ღირებულება და შევავსოთ რუკაზე არსებული შესაძლებლობები, რომლებიც რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ორიენტირებაში გვეხმარება, როდესაც ალიანსებისა და ანალიტიკური შეფასებების საკითხი სულ უფრო რთული ხდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, გადავიხადოთ პოლიტიკური ფასი გრძელვადიან პოლიტიკურ პრიორიტეტებზე მუშაობისთვის და, ქვეყნისა და უფრო ფართო რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე, სათანადო ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოთ.

პოპულისტები, როგორც წესი, აკრიტიკებენ, მაგრამ რეალურ გადაწყვეტილებებს არ გვთავაზობენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ, კრიტიკის ნაცვლად, გამოსავლის შეთავაზებაა მნიშვნელოვანი. სწორედ ამის მიღწევას ცდილობს ბულგარეთი. ამიტომაც მიმაჩნია, რომ რეგიონის ქვეყნებთან დიალოგი, რომელიც ევროკავშირის პოზიციას გააძლიერებს, სწორი მიდგომაა. ამ გზით შეგვიძლია, ევროკავშირის ყველა ქვეყანას ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი პროექტია, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს არსებობას. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ევროკავშირის არსებობისა და მისი საერთო როლის მიმართ. ვფიქრობ, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნები ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ და ევროკავშირის მასშტაბით თანამშრომლობა გავაძლიეროთ, საჭიროა, ნათლად და პრაგმატულად ვაჩვენოთ, რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი“, – განაცხადა ველისლავა პეტროვა-ჩამოვამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს მოითხოვს არა მხოლოდ დროის სწორად განსაზღვრას, არამედ კონკრეტულ მოქმედებებსაც, მათ შორის კონკრეტული პერიოდების შერჩევას. დერეფნები მხოლოდ რუკაზე გავლებული ხაზები არ არის. ეს დერეფნები პოლიტიკურ პრიორიტეტებს წარმოადგენს და წლების განმავლობაში პოლიტიკური დისკუსიების საგანი იყო. დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი მარშრუტების ალტერნატივების მოძიების აუცილებლობის გათვალისწინებით, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ჩვენ უნდა ვეძებოთ ალტერნატივები და, როგორც ქვეყანამ, უნდა გამოვიყენოთ ის დამატებითი ღირებულება, რომელიც ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდება – კერძოდ, ის, რომ საქართველო დერეფნების გადაკვეთის მნიშვნელოვან წერტილს წარმოადგენს. ჩვენ შეგვიძლია, ევროპას ალტერნატიული მარშრუტები შევთავაზოთ, ჩვენ გვაქვს ყველა აუცილებელი წინაპირობა, რომ ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ბულგარეთისთვის შესაძლებლობად ვაქციოთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო, არამედ მთლიანად რეგიონისა და ევროპისთვისაც. სტრატეგიული ფოკუსი მხოლოდ საგარეო პოლიტიკის მოდელზე ფიქრს არ გულისხმობს. დაკავშირებადობა კარგი ინიციატივაა, თუმცა ის ძალიან ძვირადღირებული და გრძელვადიანი პროცესია. მას სჭირდება ხედვა და კონკრეტული ინვესტიციები. იმისათვის, რომ ეს დერეფნები ცალკეულ მონაკვეთებად არ დარჩეს – იქნება ეს სარკინიგზო მონაკვეთები თუ პორტები, აუცილებელია, ისინი ერთიანი დერეფნის ნაწილად განვიხილოთ. ამ მიმართულებით ინვესტიციებია საჭირო. უნდა შევქმნათ ეკონომიკურად დასაბუთებული საინვესტიციო მოდელი, რომელიც ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება. ეს დაკავშირებულია ჩვენი საინვესტიციო ინტერესების გადატანასთან ეროვნული დონიდან რეგიონულ და ევროპულ დონეზე“
„ჩვენ უნდა შევქმნათ დამატებითი ღირებულება და შევავსოთ რუკაზე არსებული შესაძლებლობები, რომლებიც რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ორიენტირებაში გვეხმარება, როდესაც ალიანსებისა და ანალიტიკური შეფასებების საკითხი სულ უფრო რთული ხდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, გადავიხადოთ პოლიტიკური ფასი გრძელვადიან პოლიტიკურ პრიორიტეტებზე მუშაობისთვის და, ქვეყნისა და უფრო ფართო რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე, სათანადო ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოთ. პოპულისტები, როგორც წესი, აკრიტიკებენ, მაგრამ რეალურ გადაწყვეტილებებს არ გვთავაზობენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ, კრიტიკის ნაცვლად, გამოსავლის შეთავაზებაა მნიშვნელოვანი. სწორედ ამის მიღწევას ცდილობს ბულგარეთი. ამიტომაც მიმაჩნია, რომ რეგიონის ქვეყნებთან დიალოგი, რომელიც ევროკავშირის პოზიციას გააძლიერებს, სწორი მიდგომაა. ამ გზით შეგვიძლია, ევროკავშირის ყველა ქვეყანას ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი პროექტია, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს არსებობას. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ევროკავშირის არსებობისა და მისი საერთო როლის მიმართ. ვფიქრობ, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნები ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ და ევროკავშირის მასშტაბით თანამშრომლობა გავაძლიეროთ, საჭიროა, ნათლად და პრაგმატულად ვაჩვენოთ, რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი“
ველისლავა პეტროვა-ჩამოვა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ველისლავა პეტროვა-ჩამოვა – საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩართვა საუბარში, როგორ უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება, საქართველოსთან დიალოგი გადამწყვეტიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები