,, ასეა ახლა თქვენი საქმე ოპოზიცია,ასე დაწანწალებთ 14 წელია ,სანამ მეორე ბიძინა არ გამოჩნდება” – ნინო ჯღარკავა
ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას განცხადებით, ოპოზიცია 14 წელია უშედეგოდ „დაწანწალებს“ და „მეორე ბიძინა ივანიშვილის“ გამოჩენას ელოდება, რაც მისი მტკიცებით, აღარ მოხდება.

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა:
,,2004წლიდან ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს ,ჯერ ძალიან ცოტა ვიყავით ,მერე ბევრი ,ასე დავდიოდით აქციებზე ,ხან რომელი ლიდერი აღმოცენდებოდა ხან რომელი ,ხან 7 ნოემბერი ,ხან 15 ივნისი ,ხან 26 მაისი ,არადა არ გვეშველა,ხან შუა გზაში გვტოვებდნენ ლიდერები ,ხან იპარებოდნენ აქციებიდან,ასე დაგვცინოდნენ ნაცებიც, იარეთ ,იარეთ ,ხან მეგაფონს გვიწუნებდნენ ,ხან მოლოტოვის კოქტეილებს გვიდებდნენ, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩნდა . ხოდა ასეა ახლა თქვენი საქმე ოპოზიცია,ასე დაწანწალებთ 14 წელია ,სანამ მეორე ბიძინა არ გამოჩნდება ,ხოდა ნეტარ არიან მოწმუნენი ,მეორე აღარ იქნება შეეგუეთ”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…