ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რატომ დაიხურა სასამართლო სხდომა გიორგი გახარიას საქმეზე

გიორგი გახარიას საქმეზე ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დაიხურა. პროკურატურის განცხადებით, სხდომის დახურვის მიზეზი შესაძლო სახელმწიფო საიდუმლოების გაჟღერების საფრთხეა, რადგან საქმეზე თანამდებობის პირები, მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ვახტანგ გომელაური და ლევან იზორია იკითხებიან.

რატომ დაიხურა სასამართლო სხდომა გიორგი გახარიას საქმეზე
რატომ დაიხურა სასამართლო სხდომა გიორგი გახარიას საქმეზენეტგაზეთი

ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე, რომელზეც ბრალდებული გიორგი გახარიაა, სასამართლოში დღევანდელი სხდომა დაიხურა.

საქმეს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლია უძღვება. დაზუსტებით უცნობია მომდევნო სხდომების ბედი. სასამართლო მოწმეთა ჩვენებებს ისმენს. დღეს თანამდებობის პირები იკითხებიან, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ასევე ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეა. სწორედ ეს გახდა პროკურატურის მხრიდან სხდომის დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოტივი — სასამართლოში შესაძლოა გაჟღერდეს სახელმწიფო საიდუმლოება.

„პროკურატურის მოთხოვნით, ჩორჩანას საქმეზე სასამართლომ პროცესი დახურა! საჯარო აღარ არის! არ უნდათ „ოცნების“ მაღალჩინოსნების მიერ სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები გასაჯაროვდეს!“ — წერს „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური.

რამდენადაც ცნობილია, სასამართლოში ჩვენებას მისცემენ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია.

ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარებული 2025 წლის 13 ნოემბრიდან. გახარია საქართველოში არ იმყოფება.

ქართული პოლიციის საგუშაგო საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ჩორჩანასთან, 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანას ტყეში ხეების მონიშვნა.

ჩორჩანას მოვლენებიდან 6 წლის თავზე „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ადანაშაულებს, რომ შს მინისტრის რანგში, საგუშაგო სუს-თან და პრემიერმინისტრთან შეუთანხმებლად გახსნა, ქვეყანა „ომის ზღვარზე“ დააყენა, საპასუხოდ საოკუპაციო მხარემ 5 საგუშაგო მიიღო და 1 000 000 მ² (100 ჰა) ტერიტორია დაკარგა.

გახარიას თქმით, პირიქით, საგუშაგოს გახსნით საქართველომ ჩორჩანას ტყის მთლიანი მასივის, 1 800 ჰა მითვისების პრევენცია შეძლო.

იხილეთ: რა ხდება ჩორჩანასთან? – მოკლედ და გასაგებად

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პროკურატურის მოთხოვნით, ჩორჩანას საქმეზე სასამართლომ პროცესი დახურა! საჯარო აღარ არის! არ უნდათ „ოცნების“ მაღალჩინოსნების მიერ სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები გასაჯაროვდეს!“
ანა ბუჩუკური
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.