ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძემ შოთა ქელეხსაშვილს 100 წლის იუბილე მიულოცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ 100 წლის იუბილე პირადად მიულოცა ინჟინერ შოთა ქელეხსაშვილს, რომელსაც მერიის პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი დახმარების სახით 10 000 ლარი ჩაერიცხება.

კახა კალაძემ შოთა ქელეხსაშვილს 100 წლის იუბილე მიულოცა
კახა კალაძემ შოთა ქელეხსაშვილს 100 წლის იუბილე მიულოცარუსთავი 2

თბილისის მერი კახა კალაძე ინჟინერ შოთა ქელეხსაშვილს ესტუმრა და 100 წლის იუბილე პირადად მიულოცა. დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა "100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს 100 წელს მიღწეული ადამიანებისთვის ფულად კომპენსაციას.

"გილოცავთ, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. სიხარული, ხვავი და ბარაქა არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახს. ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით, ირგვლივ გყავთ შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ჩვენ უფროს თაობას განსაკუთრებით ვაფასებთ და პატივს ვცემთ, თქვენი მრავალწლიანი შრომა ფასდაუდებელია. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს "100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების" პროგრამა", რაც გვაძლევს საშუალებას, გადაგიხადოთ მადლობა და მცირედით მაინც დაგიფასოთ თქვენი ღვაწლი ქვეყნის წინაშე,"- განაცხადა კახა კალაძემ.

შოთა ქელეხსაშვილმა თბილისის მერს საიუბილეო თარიღის მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ თაობას დღეგრძელობა უსურვა.

„მადლობა ყველას, ვინც მობრძანდით და ჩემი სიხარული გაიზიარეთ. ღმერთმა ქნას, ყველას ჰქონდეს ჩემსავით ხანგრძლივი ცხოვრება. პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უკრაინაში მომიწია მუშაობა. მონაწილეობას ვიღებდი ქარხნების მშენებლობაში. ამჟამად, ჩემს შვილიშვილთან და შვილთაშვილებთან ერთად ვცხოვრობ. დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს სახლის საქმეებშიც შეძლებისდაგვარად ვეხმარები", - აღნიშნა შოთა ქელეხსაშვილმა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის "100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების" პროგრამის ფარგლებში შოთა ქელეხსაშვილს 10 000 ლარი ჩაერიცხება.

10 000-ლარიან ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძემ შოთა ქელეხსაშვილს 100 წლის იუბილე მიულოცა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გილოცავთ, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. სიხარული, ხვავი და ბარაქა არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახს. ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით, ირგვლივ გყავთ შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ჩვენ უფროს თაობას განსაკუთრებით ვაფასებთ და პატივს ვცემთ, თქვენი მრავალწლიანი შრომა ფასდაუდებელია. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს "100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების" პროგრამა", რაც გვაძლევს საშუალებას, გადაგიხადოთ მადლობა და მცირედით მაინც დაგიფასოთ თქვენი ღვაწლი ქვეყნის წინაშე,“
კახა კალაძე
„მადლობა ყველას, ვინც მობრძანდით და ჩემი სიხარული გაიზიარეთ. ღმერთმა ქნას, ყველას ჰქონდეს ჩემსავით ხანგრძლივი ცხოვრება. პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უკრაინაში მომიწია მუშაობა. მონაწილეობას ვიღებდი ქარხნების მშენებლობაში. ამჟამად, ჩემს შვილიშვილთან და შვილთაშვილებთან ერთად ვცხოვრობ. დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს სახლის საქმეებშიც შეძლებისდაგვარად ვეხმარები“
შოთა ქელეხსაშვილი
„100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე – საპატიო მოქალაქის წოდება მხოლოდ ჯილდო არ არის, ეს არის თბილისის მადლობა ადამიანების მიმართ, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი აჩუქესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები