ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოპერისა და ბალეტის თეატრში ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის სავიოლინო კონცერტის მსოფლიო პრემიერა შედგება

კულტურის სამინისტრო

16 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კომპოზიტორ ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის სავიოლინო კონცერტის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

ოპერისა და ბალეტის თეატრში ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის სავიოლინო კონცერტის მსოფლიო პრემიერა შედგება
ოპერისა და ბალეტის თეატრში ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის სავიოლინო კონცერტის მსოფლიო პრემიერა შედგებარუსთავი 2

კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, 16 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგება ქართველი კომპოზიტორის, ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის სავიოლინო კონცერტის მსოფლიო პრემიერა.

ნაწარმოების ინოვაციური ფორმა და სტრუქტურა ოთხ ნაწილად იქნება წარმოდგენილი. ფინალში, სოლო ვიოლინოსთან ერთად პოლ ვერლენის "სატურნის პოემებს" გუნდი და სოლისტი სოპრანო ააჟღერებს.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმობა მსოფლიო პრემიერას. მეორე ნაწილში შესრულდება ცნობილი არიები ოპერებიდან, ასევე სიმღერები მალერის ციკლიდან.

მონაწილეობენ: ვერიკო ჭუმბურიძე, ირინა შერაზადიშვილი, ზაალ ხელაია, ქეთევან პაპინაშვილი, ქეთევან კარდანახიშვილი, ოპერისა და ბალეტის ორკესტრი და გუნდი, თბილის საერთაშორისო კამერული გუნდი "ბგერათა ფერი" დებიუტანტები: ამირან მენოგნიშვილი და ლუკა კაპანაძე. დირიჟორი: იოსებ ჯუღაშვილი.

"ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის კულტურის წინსვლისთვის", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საღამოს მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ შემოქმედებითი საქართველო, ქალაქ თბილისის მერია, RMG, ფავორიტი სტილი, პალიტრა ჰოლდინგი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის კულტურის წინსვლისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
თბილისმა პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს მეორედ უმასპინძლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები