“ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!” – სააკაშვილი ვუჩიჩის მარცხზე
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სერბეთში ვუჩიჩის რეჟიმი სტუდენტურ მოძრაობასთან არჩევნებში მოულოდნელად დამარცხდა და პარალელს ივანიშვილის ხელისუფლებასთან ავლებს. მისი თქმით, 2003 წელს სერბეთში მიღებული გამოცდილება საქართველოში ვარდების რევოლუციის დროს გამოიყენეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,უმაგრესი ამბავი სერბეთიდან. ვუჩიჩის ავტორიტარული, პრო-რუსული რეჟიმი, რომელიც ტყუპისცალივით ჰგავდა ივანიშვილს კორუფციით, კრიმინალით, მანიფესტანტების ცემით და დაჭერით, პოლიტიკური ლიდერების გაუვნებელყოფით, არაბული ქალაქებით და რომელიც ივანიშვილივით 14 წელი იყო ხელისუფლებაში – მოულოდნელად დამარცხდა არჩევნებში სტუდენტურ მოძრაობასთან, რომელიც რამდენიმე წელი ქუჩაში აპროტესტებდა ყველაფერს.
ამ სტუდენტებმა არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე შექმნეს ულიდერო პარტია. იმდენად ბევრი სერბი მოვიდა არჩევნებზე, რომ დიქტატორის გაჯიუტებას აზრი აღარ ჰქონდა.
2003 წელს მე და ზურა ჟვანია ვიყავით სერბეთში, 2001 წლის, მილოშევიჩის წინააღმდეგ მსგავსი ელექტორალური რევოლუციის შესასწავლად და მიღებული ცოდნა, ვარდების რევოლუციის დროს გამოვიყენეთ. 10 მილიონიან სერბეთში, მაქსიმალური ქუჩაში გამომსვლელი იყო 150 ათასი, აქ კი იყო 250 და 300 ათასიც. ახლა კი ჩასვლაც არაა საჭირო – სოც. ქსელებში ყველაფერია.
“ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!”
ციტატები სტატიიდან
„ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…