ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – დიალოგის ნაცვლად, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ ვუყურებთ საბჭოთა მეთოდებს, კონფრონტაციას, ესკალაციას, ზეწოლას, იძულებას, ევროკომისია არაევროპულად იქცევა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიას საქართველოს მიმართ „საბჭოთა მეთოდების“, კონფრონტაციისა და ზეწოლის გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ევროკომისია დიალოგის ნაცვლად ესკალაციის გზას ირჩევს და არაევროპულად იქცევა.

შალვა პაპუაშვილი – დიალოგის ნაცვლად, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ ვუყურებთ საბჭოთა მეთოდებს, კონფრონტაციას, ესკალაციას, ზეწოლას, იძულებას, ევროკომისია არაევროპულად იქცევა
შალვა პაპუაშვილი – დიალოგის ნაცვლად, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ ვუყურებთ საბჭოთა მეთოდებს, კონფრონტაციას, ესკალაციას, ზეწოლას, იძულებას, ევროკომისია არაევროპულად იქცევაპირველი არხი

სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკომისიის ძალიან ⁠უმწიფარ ⁠საერთაშორისო პოლიტიკას, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ და არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. ვიდრე ევროკომისია ამ უმწიფარ პოლიტიკას არ შეცვლის, რთულია, წარმოვიდგინოთ, რომ მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იქნება გადადგმული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა მოლოდინი აქვს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დიალოგისთვის მზადაა და ამის შესახებ არაერთხელ აქვს გაცხადებული.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ევროკავშირთან დიალოგის მაგიდასთან ვსხედვართ და ველოდებით, ამ მაგიდასთან ევროკავშირის წარმომადგენლები როდის დასხდებიან. ვხედავთ, რომ ისინი ამ მაგიდის გარშემო ტრიალებენ და დიალოგის ნაცვლად, კონფრონტაციულ გზას ირჩევენ. ეს არის ევროპული ღირებულებების ნგრევა და ევროპის ცივილიზაციური უფსკრულისკენ წაყვანა. ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართ ევროკომისიის გამოცხადებული მთავარი ტაქტიკა როდესაც არის კონფრონტაცია, ესკალაცია და არა დიალოგი, ეს არანაირად არ არის ევროპული ღირებულება. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, ცივილიზებულად და ევროპულად მოვიქცეთ. სამწუხაროდ, იქიდან საბჭოთა მეთოდებს ვხედავთ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ევროკომისიის ხელმძღვანელობაში პოსტსაბჭოთა ლიდერებს ვხედავთ, რომლებიც მართალია, საბჭოთა კავშირიდან გამოვიდნენ, მაგრამ ვერ ამოიღეს საბჭოთა ქცევები. ბევრ საბჭოთას გაემიჯნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მეთოდები წამოიღეს, რომლებიც საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო პატარა ქვეყნების მიმართ. ახლა ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ ვუყურებთ საბჭოთა მეთოდებს – კონფრონტაციას, ესკალაციას, ზეწოლას, იძულებას, ნაცვლად დიალოგისა. ჩვენ ვრჩებით ევროპულად, ევროკომისია არაევროპულად იქცევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიპაპუაშვილი: ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთ
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ ევროკომისიის უმწიფარ საგარეო პოლიტიკას, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ. ამ უმწიფარ პოლიტიკას სანამ არ შეცვლის ევროკომისია, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იყოს მათი მხრიდან
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ევროკავშირთან დიალოგის მაგიდასთან ვსხედვართ და ველოდებით, ამ მაგიდასთან ევროკავშირის წარმომადგენლები როდის დასხდებიან. ვხედავთ, რომ ისინი ამ მაგიდის გარშემო ტრიალებენ და დიალოგის ნაცვლად, კონფრონტაციულ გზას ირჩევენ. ეს არის ევროპული ღირებულებების ნგრევა და ევროპის ცივილიზაციური უფსკრულისკენ წაყვანა. ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართ ევროკომისიის გამოცხადებული მთავარი ტაქტიკა როდესაც არის კონფრონტაცია, ესკალაცია და არა დიალოგი, ეს არანაირად არ არის ევროპული ღირებულება. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, ცივილიზებულად და ევროპულად მოვიქცეთ. სამწუხაროდ, იქიდან საბჭოთა მეთოდებს ვხედავთ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ევროკომისიის ხელმძღვანელობაში პოსტსაბჭოთა ლიდერებს ვხედავთ, რომლებიც მართალია, საბჭოთა კავშირიდან გამოვიდნენ, მაგრამ ვერ ამოიღეს საბჭოთა ქცევები. ბევრ საბჭოთას გაემიჯნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მეთოდები წამოიღეს, რომლებიც საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო პატარა ქვეყნების მიმართ. ახლა ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ ვუყურებთ საბჭოთა მეთოდებს – კონფრონტაციას, ესკალაციას, ზეწოლას, იძულებას, ნაცვლად დიალოგისა. ჩვენ ვრჩებით ევროპულად, ევროკომისია არაევროპულად იქცევა“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უნდა ავყვეთ ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკას, ჩვენ ვსხედვართ დიალოგის მაგიდასთან. ველოდებით, როდის მოუსხდება ბრიუსელის წარმომადგენლობა ამ მაგიდას. ჩვენ ვართ კონსტრუქციული. დროა, ევროკავშირიც კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები