ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: „2027 წელს თავად გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში პირველად ჩაატარებს ტურიზმისა და

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალი იზრდება. მისი თქმით, 2027 წელს საქართველოში პირველად ჩატარდება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი, რომელსაც ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმასპინძლებს.

გია აბაშიძე: „2027 წელს თავად გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში პირველად ჩაატარებს ტურიზმისა და
გია აბაშიძე: „2027 წელს თავად გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში პირველად ჩაატარებს ტურიზმისა დაPOSTV

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ტურისტული პოტენციალი იზრდება – არა ძველი შესაძლებლობების ნაცვლად, არამედ მათზე ახალი მიმართულებების დამატებით.

„ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია უკვე აქვს ის, რაც ტურიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია: სტუმართმოყვარეობის ძირძველი ტრადიცია, კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური ბუნება, ღვინო და სამზარეულო. ახლა ამ რესურსებს ემატება ტექნოლოგიები, ინოვაციები, განათლება და ახალი ბიზნესშესაძლებლობები. სწორედ ამ გაფართოებული პოტენციალის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში სტუმრად მყოფი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, შაიხა ნასერ ალ ნუვაისის შეფასება საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე“ – წერს გია აბაშიძე.

ამასთან, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, კიდევ უფრო საინტერესოა, რომ 2027 წელს თავად გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში პირველად ჩაატარებს ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმს, რომლის თემატურ კონფერენციებს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმასპინძლებს.

„ეს უბრალოდ ახალი ღონისძიება არ არის. საქართველოს უკვე არსებულ ტურისტულ პროდუქტს ემატება ახალი შრე – ტექნოლოგიური და ინოვაციური ტურიზმი. სწორედ ამ გაფართოებაშია საქართველოს მომავალი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შესაძლებლობაც“, – წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია უკვე აქვს ის, რაც ტურიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია: სტუმართმოყვარეობის ძირძველი ტრადიცია, კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური ბუნება, ღვინო და სამზარეულო. ახლა ამ რესურსებს ემატება ტექნოლოგიები, ინოვაციები, განათლება და ახალი ბიზნესშესაძლებლობები. სწორედ ამ გაფართოებული პოტენციალის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში სტუმრად მყოფი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, შაიხა ნასერ ალ ნუვაისის შეფასება საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე“
გია აბაშიძე
„ეს უბრალოდ ახალი ღონისძიება არ არის. საქართველოს უკვე არსებულ ტურისტულ პროდუქტს ემატება ახალი შრე – ტექნოლოგიური და ინოვაციური ტურიზმი. სწორედ ამ გაფართოებაშია საქართველოს მომავალი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შესაძლებლობაც“
გია აბაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
UN Tourism-ი 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების პირველ ფორუმს საქართველოში გამართავს | ეკონომიკის სამინისტროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები