ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

14 წლის განმავლობაში, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" უამრავჯერ მიეცა შანსი, დაბრუნებულიყო კონსტიტუციურ კალაპოტში და 14 წელი მუდმივად იყვნენ კონსტიტუციის მიღმა - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ 14 წელია კონსტიტუციის მიღმაა და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მაშინ შეიტანეს, როდესაც ხელისუფლებას საგარეო წნეხისთვის გაძლების რესურსი გაუჩნდა.

პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, აცხადებს, რომ, 14 წლის განმავლობაში, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" უამრავჯერ მიეცა შანსი, დაბრუნებულიყო კონსტიტუციურ კალაპოტში, თუმცა, ამ დროის განმავლობაში, ისინი "კონსტიტუციის მიღმა" რჩებოდნენ.

"ჩვენ დღესაც ვხედავთ, რომ, მაშინ, როდესაც საქართველო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც, მისი დამოუკიდებლობის ბოლო 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა, საკუთარ გადაწყვეტილებებში, როგორც ხალხი, ისე მისი არჩეული ხელისუფლება, დღესაც ვხედავთ თუ რა გააფთრებული ზეწოლა არის საქართველოზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე სარჩელით მიმართეს პარლამენტის წევრებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს და გამოიყენეს თავიანთი კონსტიტუციური უფლება. შეგიძლიათ გაიხსენოთ, ან წარმოიდგინოთ რა ზეწოლა იქნებოდა საქართველოზე, 2012-13 წელს, რომ იმავე პროცესისთვის მიემართა მაშინ ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, მაშინ საქართველოს ხელისუფლება შეეცადა, რომ აეცილებინა საქართველოზე ის ზიანი, რომელიც შეეძლო, გარე თავდასხმებს მოჰყოლოდა და მაშინ სულ სხვა ინსტრუმენტები ჰქონდათ, გარე აქტორებს და ამ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მფარველებს და გაგახსენებთ რაც ხდებოდა, მაშინ ფაქტობრივად თავს მოახვიეს საქართველოს ე.წ "კოჰაბიტაცია", ეს ფრანგული სიტყვაც გვასწავლეს და შემოიტანეს თავად. დღემდე, ბოლომდე ვერ გავარკვიეთ, რომ კოაბიტაცია უნდა ვთქვათ თუ კოჰაბიტაცია, ესეც ვერ გავარკვიეთ, იმდენად უცხო საკითხია საქართველოსთვის. თავს მოგვახვიეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ჰყოლოდათ საკუთარ თანამდებობაზე. ასე რომ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა პროცესი იქნებოდა იქ, საქართველოს ხელისუფლებას მაშინ რომ შეეტანა სარჩელი ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ამიტომ, როდესაც მომენტი მომწიფდა იმისთვის, რომ სარჩელი შეგვეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში და გაგვეძლო იმ წნეხისთვის, რომელიც ამას მოჰყვებოდა და მოჰყვა კიდევაც, მაშინ შევიტანეთ ეს სარჩელი. ამასობაში, 14 წლის განმავლობაში, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" მიეცა უამრავჯერ შანსი, რომ დაბრუნებულიყო კონსტიტუციურ კალაპოტში და 14 წელი ისინი მუდმივად იყვნენ კონსტიტუციის მიღმა", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “მაშინ, როდესაც საქართველო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც მისი დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა საკუთარ გადაწყვეტილებებში – როგორც ხალხი, ისე მისი არჩეული ხელისუფლება, ვხედავთ, თუ რა გააფთრებული ზეწოლაა საქართველოზე მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ დღესაც ვხედავთ, რომ, მაშინ, როდესაც საქართველო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც, მისი დამოუკიდებლობის ბოლო 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა, საკუთარ გადაწყვეტილებებში, როგორც ხალხი, ისე მისი არჩეული ხელისუფლება, დღესაც ვხედავთ თუ რა გააფთრებული ზეწოლა არის საქართველოზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე სარჩელით მიმართეს პარლამენტის წევრებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს და გამოიყენეს თავიანთი კონსტიტუციური უფლება. შეგიძლიათ გაიხსენოთ, ან წარმოიდგინოთ რა ზეწოლა იქნებოდა საქართველოზე, 2012-13 წელს, რომ იმავე პროცესისთვის მიემართა მაშინ ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, მაშინ საქართველოს ხელისუფლება შეეცადა, რომ აეცილებინა საქართველოზე ის ზიანი, რომელიც შეეძლო, გარე თავდასხმებს მოჰყოლოდა და მაშინ სულ სხვა ინსტრუმენტები ჰქონდათ, გარე აქტორებს და ამ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მფარველებს და გაგახსენებთ რაც ხდებოდა, მაშინ ფაქტობრივად თავს მოახვიეს საქართველოს ე.წ "კოჰაბიტაცია", ეს ფრანგული სიტყვაც გვასწავლეს და შემოიტანეს თავად. დღემდე, ბოლომდე ვერ გავარკვიეთ, რომ კოაბიტაცია უნდა ვთქვათ თუ კოჰაბიტაცია, ესეც ვერ გავარკვიეთ, იმდენად უცხო საკითხია საქართველოსთვის. თავს მოგვახვიეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ჰყოლოდათ საკუთარ თანამდებობაზე. ასე რომ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა პროცესი იქნებოდა იქ, საქართველოს ხელისუფლებას მაშინ რომ შეეტანა სარჩელი ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ამიტომ, როდესაც მომენტი მომწიფდა იმისთვის, რომ სარჩელი შეგვეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში და გაგვეძლო იმ წნეხისთვის, რომელიც ამას მოჰყვებოდა და მოჰყვა კიდევაც, მაშინ შევიტანეთ ეს სარჩელი. ამასობაში, 14 წლის განმავლობაში, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" მიეცა უამრავჯერ შანსი, რომ დაბრუნებულიყო კონსტიტუციურ კალაპოტში და 14 წელი ისინი მუდმივად იყვნენ კონსტიტუციის მიღმა“
შალვა პაპუაშვილი
„მიეცა უამრავჯერ შანსი, რომ დაბრუნებულიყო კონსტიტუციურ კალაპოტში და 14 წელი ისინი მუდმივად იყვნენ კონსტიტუციის მიღმა“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: 14 წელია „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს საბოლოო ჯამში ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური ან ისინი. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საკითხი. ჩვენი მტკიცება არის, რომ სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ არაკონსტიტუციურიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები