აშშ-მა გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა
The Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ-მა გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა, რასაც მხარს რუსეთი და ჩინეთიც უჭერენ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უნგრეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს უკვე დაუკავშირდნენ და მისგან პოსტზე წარდგენის თანხმობაც მიიღეს.
ორბანის კანდიდატურას რუსეთი და ჩინეთიც უჭერენ მხარს. ცნობილია, რომ გაეროს მოქმედ გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, უფლებამოსილების ვადა 31 დეკემბერს ეწურება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…