შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე: გუშინ ჩვენ ვიხილეთ თბილისში შეკრებილი რამდენიმე ასეული წარმომადგენელი ფსევდო-რელიგიური სექტის, რომელიც თავის ფსევდო-რელიგიურ რიტუალს ასრულებდა და ვიხილეთ სამჯერ მეტი ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანები ზემო აჭარაში - ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს
შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ოპოზიციის აქციაზე „ფსევდო-რელიგიური სექტის რამდენიმე ასეული წარმომადგენელი“ შეიკრიბა, მაშინ როცა ზემო აჭარაში პატრიარქმა მათზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა, რაც ცხადყოფს, რომ ხალხი „აგენტურის მხარეს“ არ დგას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მედიასთან ისაუბრა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს.
„გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც პატრიარქმა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა მონათლა. გუშინ აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა. ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდო-რელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს გაწიოს საქართველოს ეკლესია საზოგადოებრივი სივრციდან, ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას დაექვემდებარება,
გუშინდელი დღე ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო - ჩვენ ვიხილეთ თბილისში შეკრებილი რამდენიმე ასეული წარმომადგენელი ფსევდო-რელიგიური სექტის, რომელიც თავის ფსევდო-რელიგიურ რიტუალს ასრულებდა და ვიხილეთ სამჯერ მეტი ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანები ზემო აჭარაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციის მიერ დაანონსებული მასშტაბური აქცია ამჯერადაც ვერ შედგა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაკათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ ზემო აჭარაში სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა, ვიდრე ოპოზიციის აქციაზე იყო - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციის შესახებ: „გუშინ ჩვენ ვიხილეთ თბილისში შეკრებილი ფსევდორელიგიური სექტის რამდენიმე ასეული წარმომადგენელი, რომელიც თავის ფსევდორელიგიურ რიტუალს ასრულებდა, და ვიხილეთ სამჯერ მეტი ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანები ზემო აჭარაში – ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს“
შალვა პაპუაშვილი – აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა ზემო აჭარაში, ხალხი ვერ დადგება იმათ მხარეს, ვინც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგეს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას
ციტატები სტატიიდან
„გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც პატრიარქმა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა მონათლა. გუშინ აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა. ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდო-რელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს გაწიოს საქართველოს ეკლესია საზოგადოებრივი სივრციდან, ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას დაექვემდებარება, გუშინდელი დღე ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო - ჩვენ ვიხილეთ თბილისში შეკრებილი რამდენიმე ასეული წარმომადგენელი ფსევდო-რელიგიური სექტის, რომელიც თავის ფსევდო-რელიგიურ რიტუალს ასრულებდა და ვიხილეთ სამჯერ მეტი ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანები ზემო აჭარაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…