კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ ზემო აჭარაში სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა, ვიდრე ოპოზიციის აქციაზე იყო - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქმა ზემო აჭარაში სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა, ვიდრე ოპოზიციის აქციაზე შეიკრიბა. პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს „ფსევდორელიგიური სექტა“ და „ანტიპატრიოტული, აგენტურული ძალა“ უწოდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ, კათოლიკოს-პატრიარქმა ზემო აჭარაში სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა, ვიდრე ოპოზიციის აქციაზე იყო გამოსული.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გუშინდელი დღე კარგად აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი და ვის უჭერს რეალურად მხარს.
"როგორც იცით, გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მონათლა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა. იქ იყვნენ ბავშვებიც, იყვნენ ზრდასრულებიც. გუშინ აქციაზე რაც იხილეთ ადამიანები, სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ ზემო აჭარაში. ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდორელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს, რომ გაწიოს საქართველოს ეკლესია საზოგადოებრივი სივრციდან, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც დაექვემდებარება უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას და, მოკლედ რომ ვთქვათ, ანტიპატრიოტული და აგენტურული ძალა. ასე რომ, ეს არის, გუშინდელი დღე ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ - თბილისში შეკრებილი რამდენიმე ასეული წარმომადგენელი ფსევდორელიგიური სექტის, რომელიც კვლავ თავის რელიგიურ, ფსევდორელიგიურ რიტუალს ასრულებდა და ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანები ზემო აჭარაში - სამჯერ მეტი, ვიდრე ვიხილეთ ჩვენ გუშინ თბილისში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„როგორც იცით, გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მონათლა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა. იქ იყვნენ ბავშვებიც, იყვნენ ზრდასრულებიც. გუშინ აქციაზე რაც იხილეთ ადამიანები, სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ ზემო აჭარაში. ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდორელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს, რომ გაწიოს საქართველოს ეკლესია საზოგადოებრივი სივრციდან, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც დაექვემდებარება უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას და, მოკლედ რომ ვთქვათ, ანტიპატრიოტული და აგენტურული ძალა. ასე რომ, ეს არის, გუშინდელი დღე ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ - თბილისში შეკრებილი რამდენიმე ასეული წარმომადგენელი ფსევდორელიგიური სექტის, რომელიც კვლავ თავის რელიგიურ, ფსევდორელიგიურ რიტუალს ასრულებდა და ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანები ზემო აჭარაში - სამჯერ მეტი, ვიდრე ვიხილეთ ჩვენ გუშინ თბილისში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…