ნიკა გვარამია ოპოზიციის მცირერიცხოვან აქციაზე: ცხადია, რომ საკმარისი არ არის - გადამწყვეტია სიმრავლე
„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის აქციაზე ხალხის რაოდენობა საკმარისი არ იყო და ახლა გადამწყვეტი სიმრავლეა. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ აქციამ ოპოზიციისადმი ხალხის მხარდაჭერის არარსებობა დაადასტურა.
თითქმის 2 კვირიანი ანონსისა და ორგანიზების მიუხედავად ოპოზიციის აქცია მაინც მცირერიცხოვანი იყო, რასაც ოპოზიციის ლიდერები თავადაც ვერ უარყოფენ.
პარტიების აკრძალვის სარჩელზე საპროტესტო მსვლელობა თბილისში გუშინ გაიმართა. მმართველ გუნდში ამბობენ რომ ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, რაც აქციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა საკმარისი ცხადია, რომ არ არის.
ნიკა გვარამია აქციის მონაწილეების რაოდენობაზე: "საკმარისი ცხადია, რომ არ არის. ამიტომაც იყო, ჩემი გამოსვლა სიმრავლეზე, ახლა გადამწყვეტია სიმრავლე. თავებს ითვლიან? და კი ითვლიან, ამას მართლა აქვს მნიშვნელობა და ეს უნდა გავაცნობიეროთ, ამაში ვიყოთ გულწრფელები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ბევრნი" - ახადებს ნიკა გვარამია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…