ამოღებულია 626 აბი „მეთადონი“ – დაკავებულია ქალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 626 აბი „მეთადონი“ ამოიღეს, დანაშაული კი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის შედეგად, ერთ შეკვრად დაფასოებული, 626 აბი „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის შედეგად, ერთ შეკვრად დაფასოებული, 626 აბი „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…