ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა. მაია ბითაძეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, რადგან ის კულტურის მინისტრად დაინიშნა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, მიზანშეწონილია, რომ პარლამენტმა სცნოს ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს.

მაია ბითაძე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით კულტურის მინისტრად დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობაა. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა 16 სექტემბერს მაია ბითაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტში მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძე აირჩიესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები