პარლამენტში მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძე აირჩიეს
პარლამენტმა ქართული ოცნების წევრის, მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძე დაამტკიცა, მას შემდეგ რაც ბითაძე კულტურის მინისტრად დაინიშნა.

ივანიშვილის პარლამენტმა ქართული ოცნების გამოკლებული წევრის, მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძე დაამტკიცა.
ბითაძე ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს ივანიშვილის კულტურის მინისტრად დანიშნა.
ბითაძე: მოვდივარ სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას
ხუროძე ქართული ოცნების სიის 105-ე ნომერი იყო. ის პროფესიით იურისტია და ბიზნესსექტორში საქმიანობს, გარდა ამისა, არის აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (East-West University) ვიცე-პრეზიდენტი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.