პრემიერი: ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს აგენტურული საქმიანობის საშუალება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ყველა პირი აგენტი არ არის, თუმცა თავად არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენს ფენომენს, რომელიც ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის იქმნება. მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა მიღებულია იმისათვის, რომ უცხოურ ძალებს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება არ ჰქონდეთ.

ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
"საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის და ჩემს განცხადებაზე. ორივე ვსაუბრობთ ჭეშმარიტებაზე, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩემი და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ემთხვევა ერთმანეთს.
მინდა მოგახსენოთ, რომ თავის დროზე, ეს NGO-ები იყვნენ წინა ხელისუფლების ანტურაჟი. 2012 წლის შემდეგ მათ რადიკალურად შეცვალეს საკუთარი განწყობები და დამოკიდებულებები იმიტომ, რომ აგენტურამ მიიღო უკვე ახალი დავალება. ზოგადად, NGO არის ხელოვნურად მოგონილი ფენომენი და NGO-ს მიზანი არის ერთი ქვეყნის ინტერვენცია მეორე ქვეყანაში, საუბარია პოლიტიკურ ინტერვენციაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება.
თვითონ NGO არის ასეთი ფენომენი და NGO არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ინტერვენციისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც კი მუშაობდა NGO-ში, ყველა იყო აგენტი. უფრო მეტიც, ხელმოწერილი აგენტი მათ შორის, შეიძლება იყოს მაქსიმუმ რამდენიმე ათეული, შემიძლია მკაფიოდ გითხრათ. ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – ვინც მუშაობდა „ენჯეოში“, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ „ენჯეო“ როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის
- ინტერპრესნიუსიირაკლი კობახიძე - თავის დროზე „ენჯეოები“ წინა ხელისუფლების ანტურაჟი იყო - მათ საკუთარი განწყობა და დამოკიდებულებები რადიკალურად 2012 წლის შემდეგ შეცვალეს, რადგან აგენტურამ ახალი დავალება მიიღო
ციტატები სტატიიდან
„საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის და ჩემს განცხადებაზე. ორივე ვსაუბრობთ ჭეშმარიტებაზე, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩემი და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ემთხვევა ერთმანეთს. მინდა მოგახსენოთ, რომ თავის დროზე, ეს NGO-ები იყვნენ წინა ხელისუფლების ანტურაჟი. 2012 წლის შემდეგ მათ რადიკალურად შეცვალეს საკუთარი განწყობები და დამოკიდებულებები იმიტომ, რომ აგენტურამ მიიღო უკვე ახალი დავალება. ზოგადად, NGO არის ხელოვნურად მოგონილი ფენომენი და NGO-ს მიზანი არის ერთი ქვეყნის ინტერვენცია მეორე ქვეყანაში, საუბარია პოლიტიკურ ინტერვენციაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება. თვითონ NGO არის ასეთი ფენომენი და NGO არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ინტერვენციისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც კი მუშაობდა NGO-ში, ყველა იყო აგენტი. უფრო მეტიც, ხელმოწერილი აგენტი მათ შორის, შეიძლება იყოს მაქსიმუმ რამდენიმე ათეული, შემიძლია მკაფიოდ გითხრათ. ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…