ირაკლი კობახიძე – ვინც მუშაობდა „ენჯეოში“, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ „ენჯეო“ როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ყველა პირი აგენტი არ არის, თუმცა თავად „ენჯეო“ არის ფენომენი, რომელიც ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის იქმნება. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით მიიღეს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რათა უცხოურმა ძალებმა აგენტურული საქმიანობა თავისუფლად ვერ წარმართონ.

ვინც მუშაობდა „ენჯეოში“, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ „ენჯეო“ როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
„საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის და ჩემს განცხადებაზე. ორივე ვსაუბრობთ ჭეშმარიტებაზე, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩემი და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ემთხვევა ერთმანეთს. მინდა მოგახსენოთ, რომ თავის დროზე, ეს „ენჯეოები“ იყვნენ წინა ხელისუფლების ანტურაჟი. 2012 წლის შემდეგ მათ რადიკალურად შეცვალეს საკუთარი განწყობები და დამოკიდებულებები იმიტომ, რომ აგენტურამ მიიღო უკვე ახალი დავალება. ზოგადად,„ენჯეოები“ არის ხელოვნურად მოგონილი ფენომენი და NGO-ს მიზანი არის ერთი ქვეყნის ინტერვენცია მეორე ქვეყანაში, საუბარია პოლიტიკურ ინტერვენციაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება. თვითონ „ენჯეო“ არის ასეთი ფენომენი და „ენჯეო“ არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ინტერვენციისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც კი მუშაობდა „ენჯეოში“, ყველა იყო აგენტი. უფრო მეტიც, ხელმოწერილი აგენტი მათ შორის, შეიძლება იყოს მაქსიმუმ რამდენიმე ათეული, შემიძლია მკაფიოდ გითხრათ. ვინც მუშაობდა „ენჯეოში“, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ „ენჯეო“, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პრემიერი: ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს აგენტურული საქმიანობის საშუალება
- ინტერპრესნიუსიირაკლი კობახიძე - თავის დროზე „ენჯეოები“ წინა ხელისუფლების ანტურაჟი იყო - მათ საკუთარი განწყობა და დამოკიდებულებები რადიკალურად 2012 წლის შემდეგ შეცვალეს, რადგან აგენტურამ ახალი დავალება მიიღო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…