საქართველოს 17 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა
მონტენეგროში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 17 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა — ნიკოლოზ ხიზანიშვილი ჩემპიონი გახდა, სამმა სპორტსმენმა კი ბრინჯაო დაიმსახურა.

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში კრივის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის პირველობაზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრები მონაწილეობდა. ქართველმა მოკრივეებმა ტურნირზე ოთხი მედალი მოიპოვეს: ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოსი.
17 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონობა ნიკოლოზ ხიზანიშვილმა (63 კგ) იზეიმა, ბრინჯაოს მედლები კი მათე ვოლოშინმა (57 კგ), ანასტასია ჩოკორაიამ (60 კგ) და ლიზა ლობჟანიძემ (70 კგ) დაიმსახურეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.