ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ჩერგოლეიშვილი – მშვიდობიანი, მტკიცე წინააღმდეგობით, ჩვენი ნებისყოფით მივაღწევთ, რომ ივანიშვილს მოუწევს დათმობებზე წამოსვლა

ფედერალისტები

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს, ხოლო მშვიდობიანი და მტკიცე წინააღმდეგობით მას დათმობებზე წასვლა და ძალაუფლების დაბრუნება მოუწევს.

თამარ ჩერგოლეიშვილი – მშვიდობიანი, მტკიცე წინააღმდეგობით, ჩვენი ნებისყოფით მივაღწევთ, რომ ივანიშვილს მოუწევს დათმობებზე წამოსვლა
თამარ ჩერგოლეიშვილი – მშვიდობიანი, მტკიცე წინააღმდეგობით, ჩვენი ნებისყოფით მივაღწევთ, რომ ივანიშვილს მოუწევს დათმობებზე წამოსვლაპირველი არხი

ისეთ თავხედურ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი, თითქოს ყველა სასოწარკვეთილები უნდა ვიყოთ, მაგრამ სინამდვილეში, საქმე პირიქითაა, ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს. აღიარებს, რომ აღარ ენდობა ქართველ ხალხს, რომ ეშინია ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ქართველი ხალხის უნდა ეშინოდეს ყველას, „ვისაც არ აქვს პასუხი სისტემურ სიღატაკეზე, კორუფციაზე, ემიგრაციაზე და დახლეჩილ ოჯახებზე, ვისაც არ აქვს პასუხი სიღატაკეში ვიდეოქოლით გაზრდილ ბავშვებზე“.

„სწორედ ამ ლეგიტიმაციის კრიზისს გვაჩვენებს დღეს ივანიშვილი, რომლითაც ჩვენ უნდა ვისარგებლოთ. ივანიშვილის ეს სისუსტე თქვენი დამსახურებაა, თქვენი ნებისყოფის დამსახურებაა, რომ ის, რაც ორი წლის წინ დაიწყო, დღესაც არ დასრულებულა. ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ არ დასრულდება გამარჯვებამდე, არა რომელიმე თარიღამდე, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. ჩვენ მშვიდობიანი წინააღმდეგობით, მტკიცე წინააღმდეგობით, ჩვენი ნებისყოფით მივაღწევთ, რომ ივანიშვილს მოუწევს დათმობებზე წამოსვლა, მოუწევს ქართველი ხალხისთვის მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნება და შემდეგ უკვე ქართველი ხალხი თავისუფალი არჩევნების გზით აირჩევს თავის წარმომადგენელს, მათი ინტერესების გამომხატველს, რომელიც დღეს ქართველ ხალხს არ ჰყავს. ჩვენ წარმოვადგენთ თქვენს ინტერესებს. ის ერთთვიანი კამპანია, რომელიც 28-მდე გვექნება და შემდეგაც გაგრძელდება, სწორედ იმას ემსახურება, რომ პოლიტიკას დავუბრუნოთ თავისი მნიშვნელობა. ის მნიშვნელობა, რაც პოლიტიკას საერთო საქმედ, ანუ რესპუბლიკად აქცევს, გაუმარჯოს საქართველოს რესპუბლიკას, გაუმარჯოს ქართველ ხალხს, დიდება თავისუფლებას“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვისაც არ აქვს პასუხი სისტემურ სიღატაკეზე, კორუფციაზე, ემიგრაციაზე და დახლეჩილ ოჯახებზე, ვისაც არ აქვს პასუხი სიღატაკეში ვიდეოქოლით გაზრდილ ბავშვებზე“
„სწორედ ამ ლეგიტიმაციის კრიზისს გვაჩვენებს დღეს ივანიშვილი, რომლითაც ჩვენ უნდა ვისარგებლოთ. ივანიშვილის ეს სისუსტე თქვენი დამსახურებაა, თქვენი ნებისყოფის დამსახურებაა, რომ ის, რაც ორი წლის წინ დაიწყო, დღესაც არ დასრულებულა. ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ არ დასრულდება გამარჯვებამდე, არა რომელიმე თარიღამდე, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. ჩვენ მშვიდობიანი წინააღმდეგობით, მტკიცე წინააღმდეგობით, ჩვენი ნებისყოფით მივაღწევთ, რომ ივანიშვილს მოუწევს დათმობებზე წამოსვლა, მოუწევს ქართველი ხალხისთვის მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნება და შემდეგ უკვე ქართველი ხალხი თავისუფალი არჩევნების გზით აირჩევს თავის წარმომადგენელს, მათი ინტერესების გამომხატველს, რომელიც დღეს ქართველ ხალხს არ ჰყავს. ჩვენ წარმოვადგენთ თქვენს ინტერესებს. ის ერთთვიანი კამპანია, რომელიც 28-მდე გვექნება და შემდეგაც გაგრძელდება, სწორედ იმას ემსახურება, რომ პოლიტიკას დავუბრუნოთ თავისი მნიშვნელობა. ის მნიშვნელობა, რაც პოლიტიკას საერთო საქმედ, ანუ რესპუბლიკად აქცევს, გაუმარჯოს საქართველოს რესპუბლიკას, გაუმარჯოს ქართველ ხალხს, დიდება თავისუფლებას“
თამარ ჩერგოლეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ჩერგოლეიშვილი - საქართველოს მოქალაქეს აუქმებს ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკურ ველზეა ბრძოლა მოსაგები და არა ამ ყალბ სასამართლო პროცესზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები