ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატომ მიიჩნევა პარიზში სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა კანონის აღსრულებად, ხოლო საქართველოში საპოლიციო ღონისძიებები დემოკრატიისგან გადახვევად? - რა ხდება პარიზში, ბოლო ცნობები საფრანგეთიდან „იმედის კვირაში“

„იმედის კვირის“ წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ევროპელ ლიდერებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მაშინ, როცა პარიზში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება კანონის აღსრულებად მიიჩნევა, საქართველოში საპოლიციო ღონისძიებებს დემოკრატიისგან გადახვევად აფასებენ.

ევროპული დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ორმაგი სტანდარტი - საკითხი, რომელიც საფრანგეთში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მწვავედ დგება. პარიზის ქუჩებში პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს, ასობით ადამიანი დაკავებულია, სასამართლო კი ვანდალიზმისა და სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმის საქმეებს განიხილავს, - „იმედის კვირის“ წამყვანმა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებზე გვიამბო.

ირაკლი ჩიხლაძემ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაც მოიყვანა, რომელიც აცხადებს, რომ კანონდარღვევას პასუხი გაეცემა და დამნაშავეები დაისჯებიან.

„გულწრფელად მაინტერესებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად წვავდა, ეს არ იყო კანონდარღვევა? ლამის მთელი ევროპა რომ თავდებში დაუდგა და პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებდნენ? გავიხსენოთ ევრობიუროკრატიის და თავად პრეზიდენტ მაკრონის რიტორიკა საქართველოს კონტექსტში, როდესაც ისინი ხელისუფლებას პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო აკრიტიკებდნენ. რატომ მიიჩნევა პარიზში სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა კანონის აღსრულებად, ხოლო საქართველოში საპოლიციო ღონისძიებები დემოკრატიისგან გადახვევად?

დიდი ხანია საქართველო აღარ არის ბრიუსელის უკანა ეზო და როგორც ჩანს, ამის გააზრება დიდად სახარბიელო არც ბიუროკრატებისთვის და არც ცალკეული ევროპელი ლიდერებისთვის არ არის - რატომ, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

პარიზში მიმდინარე მოვლენებს „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი აშუქებს - ადგილზე ანუკი ჩხიკვაძე და გიორგი ცხელიშვილი მუშაობენ. მათი ცნობით, პარიზში, მძიმე ღამის მიუხედავად, ახლა სიმშვიდეა, თუმცა პოლიცია კვლავ აკონტროლებს ვითარებას, განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში. პარიზში კვლავ განლაგებულია დაკავების სპეციალური მანქანები.

განსაკუთრებული მობილიზებაა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის რეზიდენციასთან, სადაც დღეს ყვითელჟილეტიანების აქცია იყო დაგეგმილი. თუმცა პოლიციამ ყვითელჟილეტიანების მოძრაობას ამ ტერიტორიაზე აქციის ჩატარება აუკრძალა.

პარიზში არსებული ვითარების შესახებ დეტალურად ანუკი ჩხიკვაძე გიამბობთ „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გულწრფელად მაინტერესებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად წვავდა, ეს არ იყო კანონდარღვევა? ლამის მთელი ევროპა რომ თავდებში დაუდგა და პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებდნენ? გავიხსენოთ ევრობიუროკრატიის და თავად პრეზიდენტ მაკრონის რიტორიკა საქართველოს კონტექსტში, როდესაც ისინი ხელისუფლებას პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო აკრიტიკებდნენ. რატომ მიიჩნევა პარიზში სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა კანონის აღსრულებად, ხოლო საქართველოში საპოლიციო ღონისძიებები დემოკრატიისგან გადახვევად? დიდი ხანია საქართველო აღარ არის ბრიუსელის უკანა ეზო და როგორც ჩანს, ამის გააზრება დიდად სახარბიელო არც ბიუროკრატებისთვის და არც ცალკეული ევროპელი ლიდერებისთვის არ არის - რატომ, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია“
ირაკლი ჩიხლაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში ვითარება უკონტროლოა - მაკრონი გარკვეული ძალების მხრიდან დამხობის მცდელობაზე ალაპარაკდა და შეკრებების აკრძალვა დააანონსაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები