ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის ქალაქები ცეცხლშია გახვეული. ევროკავშირის ელჩი საქართველოში კი „გამოუვალი მდგომარეობის“ მუსიკაზე ცეკვავს - ბრიუსელში ორმაგი სტანდარტები იმდენად საკვანძო დონეზეა აყვანილი, მალე ალბათ გაორებული პრინციპების დასაცავადაც ცალკე ევროპულ დირექტივას გამოსცემენ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ტელეიმედი

ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ბრიუსელსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ დასავლელი დიპლომატები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს ისეთივე სიმკაცრით არ გმობენ, როგორც პროცესებს საქართველოში.

საფრანგეთის ქალაქები ცეცხლშია გახვეული. ევროკავშირის ელჩი საქართველოში კი ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ეუფლება და „გამოუვალი მდგომარეობის“ მუსიკაზე ცეკვავს. ამ დროს საინტერესოა, ბატონი ჰერჩინსკი პარიზის ან მილანის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებსაც ისეთივე გულმოდგინებით დაგმობს, როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებს, თუ დიპლომატიური პრინციპები გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად იცვლის რიტმს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.

მან ბრიუსელის ორმაგ სტანდარტებზე გაამახვილა ყურადღება.

„კიდევ ერთი საინტერესო ჰიპოთეზა: სხვა ქვეყნის დიპლომატი რომ საფრანგეთში აქციის მონაწილეებს შეუერთდეს, პრეზიდენტ მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდოს და თან დაამატოს - „აცადეთ დემონსტრანტებს, სანამ საფრანგეთის ისტორიას ნაცარტუტად არ აქცევენო“, - ნეტავ როგორი რეაქცია ექნებოდათ პარიზს და ბრიუსელს? ალბათ, სასწრაფოდ მოიწვევდნენ პრესკონფერენციას, გააკეთებდნენ განცხადებას სუვერენიტეტის პატივისცემაზე და დიპლომატიური ეტიკეტის დასაცავად რამდენიმე ახალი ტერმინიც გაჩნდებოდა.

როცა შენ სხვას ჭკუას ასწავლი, ეს ევროპული ღირებულებებია, როცა შენს საქმეში ერევიან - სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. როცა პროტესტი სხვის ქუჩებშია - როცა რთული პოლიტიკური ვითარება საქართველოშია - დემოკრატიის გაკვეთილი. ბრიუსელში ორმაგი სტანდარტები იმდენად საკვანძო დონეზეა აყვანილი, მალე ალბათ გაორებული პრინციპების დასაცავადაც ცალკე ევროპულ დირექტივას გამოსცემენ.

„სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი საკუთარში ქარიშხალს მოიმკის“, - ასე ეხმაურება საფრანგეთში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს შალვა პაპუაშვილი.

ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანას ქარმა ვერაფერი დააკლო და, იმის მიუხედავად, რომ ცეცხლის რკალში ვართ მოქცეული, საქართველო მშვიდობიან განვითარებას განაგრძობს“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი საკუთარში ქარიშხალს მოიმკის“
შალვა პაპუაშვილი
„კიდევ ერთი საინტერესო ჰიპოთეზა: სხვა ქვეყნის დიპლომატი რომ საფრანგეთში აქციის მონაწილეებს შეუერთდეს, პრეზიდენტ მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდოს და თან დაამატოს - „აცადეთ დემონსტრანტებს, სანამ საფრანგეთის ისტორიას ნაცარტუტად არ აქცევენო“, - ნეტავ როგორი რეაქცია ექნებოდათ პარიზს და ბრიუსელს? ალბათ, სასწრაფოდ მოიწვევდნენ პრესკონფერენციას, გააკეთებდნენ განცხადებას სუვერენიტეტის პატივისცემაზე და დიპლომატიური ეტიკეტის დასაცავად რამდენიმე ახალი ტერმინიც გაჩნდებოდა. როცა შენ სხვას ჭკუას ასწავლი, ეს ევროპული ღირებულებებია, როცა შენს საქმეში ერევიან - სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. როცა პროტესტი სხვის ქუჩებშია - როცა რთული პოლიტიკური ვითარება საქართველოშია - დემოკრატიის გაკვეთილი. ბრიუსელში ორმაგი სტანდარტები იმდენად საკვანძო დონეზეა აყვანილი, მალე ალბათ გაორებული პრინციპების დასაცავადაც ცალკე ევროპულ დირექტივას გამოსცემენ. „სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი საკუთარში ქარიშხალს მოიმკის“, - ასე ეხმაურება საფრანგეთში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს შალვა პაპუაშვილი. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანას ქარმა ვერაფერი დააკლო და, იმის მიუხედავად, რომ ცეცხლის რკალში ვართ მოქცეული, საქართველო მშვიდობიან განვითარებას განაგრძობს“
ირაკლი ჩიხლაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
როცა ჩვენ ძალადობრივ აქციას კანონიერად ვშლიდით, ეს ევროკავშირის იმ მაღალი თანამდებობის პირებს არ მოსწონდათ, რომლებიც დღეს თავიანთ ქვეყანაში ხედავთ, როგორ უმკლავდებიან მომიტინგეებს - ირაკლი ჭეიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები