არჩილ გორდულაძე: თვითონ იციან ძალიან კარგად როგორი რეჟიმიც არსებობდა 2004-2012 წლებში, იციან რა ძალა არის ეს და ამ ძალასთან ერთად კოალიციას ქმნიან. არა თუ მყისიერად ემიჯნებიან, წლების შემდეგ დადასტურებული ფაქტები რომ იციან, არამედ მათთან ერთად კოალიციას ქმნიან
არჩილ გორდულაძე ოპოზიციას ჯოზეფ ბორელისთვის „მოღალატეობრივი წერილის“ გაგზავნასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შექმნაში ადანაშაულებს, რასაც არაკონსტიტუციურ ქმედებად აფასებს.

თვითონ იციან ძალიან კარგად როგორი რეჟიმიც არსებობდა 2004-2012 წლებში, იციან რა ძალა არის ეს და ამ ძალასთან ერთად კოალიციას ქმნიან. არა თუ მყისიერად ემიჯნებიან, წლების შემდეგ დადასტურებული ფაქტები რომ იციან, არამედ მათთან ერთად კოალიციას ქმნიან, მათთან ერთად ცდილობენ, რომ გარე დავალების მიმცემებთან იარონ, მათი ინსტრუქტაჟი მოისმინონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო წერილი მისწერეს ჯოზეფ ბორელს, სადაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებს ითხოვდნენ.
„საერთო მოღალატეობრივი წერილი მისწერეს ბორელს, სადაც პირდაპირ უწერიათ, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ არჩევნებში გამარჯვება, ამიტომ თქვენ სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან და შესაბამისად ქართველ ხალხთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეთო და დასანქცირებები მოითხოვეთო. სახელმწიფოს კი არ გადაუხადოთ თანხა, სამართლებრივი დახმარება მას კი არ გაუწიოთ, არამედ ლომჯარიას, კაპიტან გიგაურს, სხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცით 120 მილიონიო. როცა ამ ყველაფერს ესენი აკეთებენ ცალ-ცალკე თუ ერთად, ყველა ქმედება მათ მიემართებათ ერთობლივად, როგორც არაკონსტიტუციური ქმედებები.
მათი ქმედებები ბოლო წლებში და ახლაც, შეუძლებელია არ შევაფასოთ როგორც არაკონსტიტუციური, მაგრამ გვაქვს ვალდებულება, რომ სამართლებრივად შეფასდეს 2004-2012 წლების. თავისთავად აღებული 2012 წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მათი ნამოქმედარი არაკონსტიტუციურია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად არაკონსტიტუციურს ხდის ყველაფერს, როდესაც აქ საუბარია სისტემური და სისტემატური წამების, სისტემის და რეჟიმის შემქმნელ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიციის შექმნაზე“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ციტატები სტატიიდან
„საერთო მოღალატეობრივი წერილი მისწერეს ბორელს, სადაც პირდაპირ უწერიათ, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ არჩევნებში გამარჯვება, ამიტომ თქვენ სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან და შესაბამისად ქართველ ხალხთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეთო და დასანქცირებები მოითხოვეთო. სახელმწიფოს კი არ გადაუხადოთ თანხა, სამართლებრივი დახმარება მას კი არ გაუწიოთ, არამედ ლომჯარიას, კაპიტან გიგაურს, სხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცით 120 მილიონიო. როცა ამ ყველაფერს ესენი აკეთებენ ცალ-ცალკე თუ ერთად, ყველა ქმედება მათ მიემართებათ ერთობლივად, როგორც არაკონსტიტუციური ქმედებები. მათი ქმედებები ბოლო წლებში და ახლაც, შეუძლებელია არ შევაფასოთ როგორც არაკონსტიტუციური, მაგრამ გვაქვს ვალდებულება, რომ სამართლებრივად შეფასდეს 2004-2012 წლების. თავისთავად აღებული 2012 წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მათი ნამოქმედარი არაკონსტიტუციურია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად არაკონსტიტუციურს ხდის ყველაფერს, როდესაც აქ საუბარია სისტემური და სისტემატური წამების, სისტემის და რეჟიმის შემქმნელ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიციის შექმნაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…