ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: უნდა განიბლოკოს ევროპული ქვეყნების მიერ დამტკიცებული Patriot-ის რაკეტების მოწოდება

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთმა უკრაინას ერთ კვირაში 1 600 ბომბით, 48 რაკეტითა და 2 300 დრონით შეუტია. პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია ევროპული ქვეყნების მხრიდან Patriot-ის სისტემების ჩამჭერი რაკეტების მიწოდების დროულად განბლოკვა.

ზელენსკი: უნდა განიბლოკოს ევროპული ქვეყნების მიერ დამტკიცებული Patriot-ის რაკეტების მოწოდება
ზელენსკი: უნდა განიბლოკოს ევროპული ქვეყნების მიერ დამტკიცებული Patriot-ის რაკეტების მოწოდებაფორმულა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 1 600 მართვადი საავიაციო ბომბი, სხვადასხვა ტიპის 48 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები, და თითქმის 2 300 დამრტყმელი დრონი გაუშვა.

ზელენსკის თქმით, ასე პასუხობს რუსეთი დიპლომატიასა და იზოლაციიდან გამოსვლის მცდელობებს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად არ შემცირდეს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, სადაც ადამიანების სიცოცხლეს იცავენ. მისი თქმით, აუცილებელია, განიბლოკოს ევროპული ქვეყნების მიერ უკვე დამტკიცებული Patriot-ის ჩამჭერი რაკეტების მიწოდება

"სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღე ამ სასტიკ დარტყმებს ადამიანების სიცოცხლე ეწირება და ადამიანები ზიანდებიან.

საღამოს დნიპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის დარტყმებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიდევ 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის გოგონა.

ვინიცაში რუსული დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. დაშავდა ექვსი ადამიანი.

ხარკოვში რუსებმა თავდაპირველად სამშენებლო და საყოფაცხოვრებო საქონლის ჰიპერმარკეტს დაარტყეს, შემდეგ კი ცინიკურად, ორმაგი დარტყმა განახორციელეს იმ საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებზე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. დაშავდნენ პირველი რეაგირების ჯგუფების წევრები.

ღამით დარტყმები განხორციელდა ასევე თბოელექტროსადგურზე, ელექტროქვესადგურებზე, ქვანახშირის მაღაროებზე, მარცვლეულის შესანახ ობიექტებზე, სავაჭრო ცენტრებსა და საფოსტო ლოჯისტიკურ ცენტრზე. დაზიანებები ცხრა რეგიონში დაფიქსირდა.

აუცილებელია, განიბლოკოს ევროპული ქვეყნების მიერ უკვე დამტკიცებული "Patriot-ის" ჩამჭერი რაკეტების მიწოდება. ასევე უნდა გაგრძელდეს უკრაინის საბრძოლო ავიაციის მხარდაჭერა, რათა მან რეაქტიული ძრავით აღჭურვილი "შაჰედების" წინააღმდეგ თავდაცვა შეძლოს.

თავდაცვის დახმარების თითოეული ასეთი პაკეტი, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს.

მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომელიც ასეთ მხარდაჭერას გვიწევს", - წერს ზელენსკი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღე ამ სასტიკ დარტყმებს ადამიანების სიცოცხლე ეწირება და ადამიანები ზიანდებიან. საღამოს დნიპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის დარტყმებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიდევ 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის გოგონა. ვინიცაში რუსული დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. დაშავდა ექვსი ადამიანი. ხარკოვში რუსებმა თავდაპირველად სამშენებლო და საყოფაცხოვრებო საქონლის ჰიპერმარკეტს დაარტყეს, შემდეგ კი ცინიკურად, ორმაგი დარტყმა განახორციელეს იმ საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებზე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. დაშავდნენ პირველი რეაგირების ჯგუფების წევრები. ღამით დარტყმები განხორციელდა ასევე თბოელექტროსადგურზე, ელექტროქვესადგურებზე, ქვანახშირის მაღაროებზე, მარცვლეულის შესანახ ობიექტებზე, სავაჭრო ცენტრებსა და საფოსტო ლოჯისტიკურ ცენტრზე. დაზიანებები ცხრა რეგიონში დაფიქსირდა. აუცილებელია, განიბლოკოს ევროპული ქვეყნების მიერ უკვე დამტკიცებული "Patriot-ის" ჩამჭერი რაკეტების მიწოდება. ასევე უნდა გაგრძელდეს უკრაინის საბრძოლო ავიაციის მხარდაჭერა, რათა მან რეაქტიული ძრავით აღჭურვილი "შაჰედების" წინააღმდეგ თავდაცვა შეძლოს. თავდაცვის დახმარების თითოეული ასეთი პაკეტი, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომელიც ასეთ მხარდაჭერას გვიწევს“
„წინააღმდეგ თავდაცვა შეძლოს. თავდაცვის დახმარების თითოეული ასეთი პაკეტი, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომელიც ასეთ მხარდაჭერას გვიწევს“
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-მა გადადგა ნაბიჯები უკრაინის კაპიტულაციაზე დასათანხმებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები