პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 115 რაკეტა, 1 900-მდე მართვადი ბომბი და 3 000-ზე მეტი დრონი გამოიყენა - მნიშვნელოვანია, რომ სანქციები იყოს სინქრონიზებული ევროპისა და „დიდი შვიდეულის“ იურისდიქციებში

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ერთ კვირაში 115 რაკეტა, 1900-მდე ბომბი და 3000-ზე მეტი დრონი გამოიყენა. ის პარტნიორებს რუსული სამხედრო საწარმოების წინააღმდეგ სანქციების სინქრონიზაციისკენ მოუწოდებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 115 რაკეტა, 1 900-მდე მართვადი ბომბი და 3 000-ზე მეტი დრონი გამოიყენა - მნიშვნელოვანია, რომ სანქციები იყოს სინქრონიზებული ევროპისა და „დიდი შვიდეულის“ იურისდიქციებში
ინტერპრესნიუსი

რუსებმა დღეს დილით დრონებით შეუტიეს კომიშუვახას - დასახლებას, სადაც უკვე შვიდი დღეა მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები მას შემდეგ, რაც საავიაციო ბომბის დარტყმას 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა ადამიანები ისევ იმყოფებოდნენ.

“ეს სრული ცინიზმი და სისასტიკეა. ღამით თავდასხმა განხორციელდა დნიპროს ოლქზეც: რუსებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგადაც ქალაქ დნიპროსა და მთლიანად ოლქში 600 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რთული ვითარებაა ხარკოვის ოლქშიც. ჟიტომირის ოლქში, რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად, 140 საცხოვრებელი ბინა გათბობის გარეშე დარჩა”, - აცხადებს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის ქალაქებისა და დასახლებების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 115 რაკეტა, 1 900-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და 3 000-ზე მეტი თავდასხმის დრონი გამოიყენა.

“საუბარია კომბინირებულ დარტყმებზე, მათ შორის ბევრი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ წელს არის წარმოებული. ჩვენ პარტნიორებს მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას იმ რუსული საწარმოების შესახებ, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში მონაწილეობენ. ოქტომბერში უკრაინამ სანქციების ფართომასშტაბური პაკეტები დაუწესა შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს სანქციები იყოს სინქრონიზებული ევროპისა და „დიდი შვიდეულის“ იურისდიქციებში. თუ მსოფლიოს არ გააჩნია საკმარისი შესაძლებლობები ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ უკრაინის ცის დასაცავად, მაშინ ეს რაკეტები თავად საწარმოო ხაზებზევე უნდა შეჩერდეს. იმედს ვამყარებთ ევროკავშირის სანქციების ძლიერ, 22-ე პაკეტზე. მადლობა ყველა პარტნიორს, რომლებიც რეალურ დახმარებას გვიწევენ”, - აცხადებს ზელენსკი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს სრული ცინიზმი და სისასტიკეა. ღამით თავდასხმა განხორციელდა დნიპროს ოლქზეც: რუსებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგადაც ქალაქ დნიპროსა და მთლიანად ოლქში 600 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რთული ვითარებაა ხარკოვის ოლქშიც. ჟიტომირის ოლქში, რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად, 140 საცხოვრებელი ბინა გათბობის გარეშე დარჩა“
„საუბარია კომბინირებულ დარტყმებზე, მათ შორის ბევრი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ წელს არის წარმოებული. ჩვენ პარტნიორებს მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას იმ რუსული საწარმოების შესახებ, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში მონაწილეობენ. ოქტომბერში უკრაინამ სანქციების ფართომასშტაბური პაკეტები დაუწესა შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს სანქციები იყოს სინქრონიზებული ევროპისა და „დიდი შვიდეულის“ იურისდიქციებში. თუ მსოფლიოს არ გააჩნია საკმარისი შესაძლებლობები ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ უკრაინის ცის დასაცავად, მაშინ ეს რაკეტები თავად საწარმოო ხაზებზევე უნდა შეჩერდეს. იმედს ვამყარებთ ევროკავშირის სანქციების ძლიერ, 22-ე პაკეტზე. მადლობა ყველა პარტნიორს, რომლებიც რეალურ დახმარებას გვიწევენ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დღეს დილით რუსებმა FPV დრონით იერიში მიიტანეს კომიშუვახაზე, სადაც უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება ავარიულ-სამაშველო სამუშაოები ავიაბომბების დარტყმის შემდეგ, რომელმაც 55 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, და, სამწუხაროდ, ქვეშ…წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები