ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონია 3:1 დაამარცხა. გოლები გოგოლაძემ და გუგულაშვილმა გაიტანეს, მესამე ბურთი კი მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა.

WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონიასპორტალი

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

ტატა მატვეევას გუნდმა თბილისში, სფფ-ის ბასას ტექნიკურ ცენტრში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი გოგოლაძისა და გუგულაშვილის გოლებით მოიგო. შესვენების შემდეგ სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა 76-ე წუთზე მარიამ გასანოვას ჩაწოდების შემდეგ ტამარა ატანასოვსკამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

B ლიგის მეოთხე ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც თბილისის ზღვის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, უელსმა ლუქსემბურგს 3:0 სძლია. 28 ოქტომბერს ჩვენი გუნდი უელსის ნაკრებს ბასას საფეხბურთო ცენტრის მოედანზე მიიღებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს.

NAKREBI.GE

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. სპორტალინეიტრალური17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები