პაპუაშვილი ღარიბაშვილის საქმის პოლიტიკურ მხარეზე არ საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას გამორიცხავს და ამბობს, რომ ყურადღება სამართლებრივ საკითხებზე უნდა იყოს კონცენტრირებული. განსხვავებით მისგან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერს პოლიტიკაში დაბრუნების რესურსი არ აქვს და კორუფციის ბრალდებას ვერ ჩამოიწმენდს.

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პოლიტიკურ მხარეზე არ საუბრობს - ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, რომელმაც გუშინ თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერს პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი არ აქვს, პარლალმენტის თავმჯდომარე მხოლოდ საქმის სამართლებრივ ნაწილზე საუბრობს.
ეს არის სამართლებრივი პროცესი და თუ რაიმე კითხვები არსებობს, არსებობს სამართლებრივი კითხვები და თუ რაიმე კითხვებს პასუხი სჭირდება, სჭირდება სამართებრივი პასუხები. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრირებული ვიყოთ სამართლებრივ საკითხებზე, პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ მგონია, რომ სწორი იყოს და არ მინდა, რომ ამას ხელი შევუწყო. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ მივცეთ პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის შესაძლებლობა მთლიანად ამ თემას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი რესურსი არ აქვს - აღნიშნული პასუხი მთავრობის მეთაურმა "პირველების" მიერ დასმულ კითხვას გასცა - "დასრულდა თუ არა ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკოსი?"
კობახიძე დისკომფორტს უწოდებს იმ ფაქტს, როცა ყოფილი პრემიერი ციხეში კოურფციის ბრალდებით მოხვდა. მისივე თქმით, ღარიბაშვილი "კორუფციას ვერ ჩამოიწმენდს".
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს თითქმის ორი კვირაა ციხიდან ახალი მამხილებელი წერილები აღარ გამოუქვეყნებია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…