ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"არქიტექტურის 100 წელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - საუკუნოვანი გზავნილი" - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამოფენა გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის სკოლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, სადაც დამთვალიერებლისთვის პირველად გახდა ხელმისაწვდომი უნიკალური დოკუმენტების ციფრული ვერსიები.

"არქიტექტურის 100 წელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - საუკუნოვანი გზავნილი", - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა. ექსპოზიცია დამთვალიერებელს ქართული არქიტექტურისა და ხელოვნების ისტორიაში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს და იმ შემოქმედებით მემკვიდრეობას აცნობს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა.

ინიციატივის ფარგლებში უნიკალური დოკუმენტების ციფრული კონსერვაცია განხორციელდა, რის შედეგადაც ისტორიული მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი დამთვალიერებლისთვის პირველად გახდა ხელმისაწვდომი.

შეიქმნა რეტროსპექტული საგამოფენო კატალოგიც, რომელიც, 30-ზე მეტი ავტორის შემოქმედებით პორტრეტს აერთიანებს. ღონისძიების ფარგლებში გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა კულტურის მინისტრმა. მაია ბითაძემ ყურადღება გაამახვილა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიის მნიშვნელობაზე და უნიკალური საარქივო მასალების ახალგაზრდა თაობებისთვის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიებას პროექტის ორგანიზატორებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეც დაესწრო.

გამოფენის დათვალიერება მსურველებს ნოემბრის ბოლომდე შეეძლებათ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხატია დეკანოიძე: მინდა გაჩვენოთ რას აპროტესტებს ხალხი ლილოში, სადაც დღეს ვიყავით (ვიდეო)წაიკითხე

უახლესი ამბები