პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

ქართული ოცნებასაქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის ახალი პრემიერის, პიტერ მადიარის მიწვევით ჩავიდა და უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებასა და გალა კონცერტს დაესწრო.

ირაკლი კობახიძე პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
TV პირველი

ირაკლი კობახიძე პიტერ მადიარს შეხვდა - "ქართული ოცნების" ლიდერი ბუდაპეშტში ქვეყნის ახალი პრემიერის მიწვევით იმყოფება. პრემიერი უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო და აღნიშნული თარიღი მადიარს მიულოცა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,საქართველოს მთავრობის მეთაურმა უნგრეთის პრემიერს საიუბილეო თარიღი მიულოცა და უნგრელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

პიტერ მადიარმა ოფიციალური მიღების სტუმრებს სიტყვით მიმართა და უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ეს არის ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი უნგრეთში მას შემდეგ, რაც პრორუსმა ორბანმა ძალაუფლება დაკარგა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიირაკლი კობახიძე უნგრეთში პეტერ მადიარს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობობუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა - რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგასთან
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს პრემიერი-მინისტრი, უნგრეთში შანდორის სასახლეში ოფიციალურ მიღებას ესწრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები