ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: თუკი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში, მათ ექნებათ გარედან სრული კარტ-ბლანში მართლმსაჯულების სისტემაზე წნეხისთვის

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ოპოზიციას სასამართლო სისტემაში „წნეხისა და წმენდისთვის“ ბრიუსელისგან სრული კარტ-ბლანში ექნება. პარლამენტის თავმჯდომარემ პარალელი მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან გაავლო.

შალვა პაპუაშვილი: თუკი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში, მათ ექნებათ გარედან სრული კარტ-ბლანში მართლმსაჯულების სისტემაზე წნეხისთვის
შალვა პაპუაშვილი: თუკი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში, მათ ექნებათ გარედან სრული კარტ-ბლანში მართლმსაჯულების სისტემაზე წნეხისთვისიმედინიუსი

თუკი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში, მათ ექნებათ გარედან სრული კარტ-ბლანში წნეხისთვის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.

„ჩვენ ვნახეთ, როგორ ხდება პირდაპირ, წმენდა უკრაინასა და მოლდოვაში. შეგახსენებთ, მოლდოვაში საქართველოს ყოფილი გენპროკურორის ყოფილი მოადგილე, ქალბატონი წოწორია არის ის, ვინც სკრინინგს უტარებს მოსამართლეებს. ადეიშვილის მოადგილე წოწორია, რომელიც როგორც პროკურორი, ჩართული იყო 2006-2007 წლებში პროკურატურის საქმეში და აი, ეს ადამიანი დღეს მოლდოვაში წყვეტს, ვინ არის კარგი და ცუდი პროკურორი, ვინ არის კარგი და ცუდი მოსამართლე. აი ამას უცხადებს ნდობას ბრიუსელი.

ამ პროცესს თუ შეხედავ, თუ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა, იმ მომენტშივე იქნება წნეხი, ზეწოლა, წმენდა მართლმსაჯულების სისტემაში და ამ ყველაფერს ექნება ბრიუსელიდან კარტ-ბლანში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვნახეთ, როგორ ხდება პირდაპირ, წმენდა უკრაინასა და მოლდოვაში. შეგახსენებთ, მოლდოვაში საქართველოს ყოფილი გენპროკურორის ყოფილი მოადგილე, ქალბატონი წოწორია არის ის, ვინც სკრინინგს უტარებს მოსამართლეებს. ადეიშვილის მოადგილე წოწორია, რომელიც როგორც პროკურორი, ჩართული იყო 2006-2007 წლებში პროკურატურის საქმეში და აი, ეს ადამიანი დღეს მოლდოვაში წყვეტს, ვინ არის კარგი და ცუდი პროკურორი, ვინ არის კარგი და ცუდი მოსამართლე. აი ამას უცხადებს ნდობას ბრიუსელი. ამ პროცესს თუ შეხედავ, თუ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა, იმ მომენტშივე იქნება წნეხი, ზეწოლა, წმენდა მართლმსაჯულების სისტემაში და ამ ყველაფერს ექნება ბრიუსელიდან კარტ-ბლანში“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – უკრაინაში 18 პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში – ექვსი, ხომ ამბობენ, მოლდოვა და უკრაინა საქართველოს უსწრებენო, ვცდილობთ, მათ დავეწიოთ, ეს იუმორით, თუმცა საქმე სერიოზულად არისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები