ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ ჯილდო გადაეცა

ტაშკენტში გამართულ „ოქროს გლობუსის“ გალა-ღონისძიებაზე ქართველ რეჟისორ ლევან კოღუაშვილს სპეციალური ჯილდო გადაეცა ნომინაციაში „ოქროს გლობუსს ნოვატორი“. ჯილდო მას ამერიკელმა მუსიკოსმა Common-მა გადასცა, წარმატება კი ჰოლივუდის ვარსკვლავმა ედრიან ბროდიმ მიულოცა.

ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ ჯილდო გადაეცა
ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ ჯილდო გადაეცაიმედინიუსი

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ამერიკული კინოდაჯილდოება "ოქროს გლობუსის" გალა-ღონისძიებაზე ქართველი რეჟისორი, ლევან კოღუაშვილი დააჯილდოვეს.

„აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე" სპეციალური ჯილდო გადაეცა რეგიონის გამორჩეულ და წარმატებულ კინო-შემოქმედებს.

მათ შორის დასახელდა ქართველი რეჟისორი ნომინაციაში "ოქროს გლობუსს ნოვატორი".

ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო ჰოლივუდის ვარსკვლავი ედრიან ბროდი, რომელიც შარშან თავად გახდა ოქროს გლობუსის მფლობელი ნომინაციაში წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (ფილმისთვის "ბრუტალისტი"). ლევან კოღუაშვილს სწორედ ჰოლივუდის ვარსკვლავმა მიულოცა ეს გამარჯვება.

ნომინაცია "ნოვატორის" წარდგენისთვის უზბეკეთს ეწვია ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, რეპერი და აქტივისტი Common, რომელიც 2015 წლის ოქრს გლობუსის გამარჯვებულია ნომინაციაში "საუკეთესო სიმღერა", ფილმისთვის "სელმა".

ოქროს გლობუსის ჯილდო ლევან კოღუაშვილს მან გადასცა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე - ლევან კოღუაშვილს "ოქროს გლობუსის" ჯილდო გადაეცემაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები