სად იყავით 12 წელი? - საპროტესტო აქციაზე გურიკა დადიანიძის მამიდის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა. დაკარგული ბიჭის დედის, სოფო ბიბილაშვილის მხარდამჭერებმა შეკრებაზე დადიანიძის მამიდის მისვლა გააპროტესტეს.

ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე. მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის მხარდასაჭერად მისული ადამიანების ნაწილმა შეკრებაზე დაკარგული ბიჭის მამიდის მისვლა გააპროტესტა.
მამიდასთან მაქვს კითხვები, სად იყო 12 წელი, ახლა ამ აქციაზე რომ გამოჩნდა? დგას და ხალხს ეკითხება - რომ მოხვედით რა გააკეთეთო?
ჩემი მოძიებული ინფორმაციებით, მამიდა იყო ის ადამიანი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გურიკას შეგნებულად უვრცელებდა არასასურველ ინფორმაციებს. ეს კითხვა დაუსვი, სად იყო 12 წელი და რა მიზანი აქვს ახლა" - თქვა ქალმა, რომელმაც თავი "პირველებს" გურიკა დადიანიძის დეიდად გააცნო.
გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს. ოჯახი მხარდამჭერებთან ერთად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატია"ვითხოვთ სრულყოფილ გამოძიებას" - გური დადიანიძის დედა დღეს შსს-თან საპროტესტო აქციას მართავს
“ვითხოვთ სრულყოფილ გამოძიებას” – გურამ დადიანიძის დედა დღეს შსს-თან საპროტესტო აქციას მართავს
12 წელში 12-ჯერ მოვკვდი... - გური დადიანიძის დედა აქციას მართავს
შსს-ს წინ მიმდინარე აქციაზე გური დადიანიძის მამა და მამიდაც მივიდნენ
შსს-თან აქცია გამართა 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახმა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…