12 წელში 12-ჯერ მოვკვდი... - გური დადიანიძის დედა აქციას მართავს
13 წლის წინ გაუჩინარებული გური დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, შსს-სთან აქციას მართავს და საქმის დაჩქარებას მოითხოვს. დუშეთის პოლიციიდან საქმე თბილისის მთავარ სამმართველოს გადაეცა.

13 წლის წინ გაუჩინარებული გური დადიანიძის დედა გულუას ქუჩაზე აქციას მართავს - შსს-ს შენობის მოპირდაპირე მხარეს შეკრებილები არიან, როგორც სოფო ბიბილაშვილის ნათესავები და ახლობლები, უსე უბრალო მოქალაქეები.
გური დადიანიძის დედას და მის მხარდამჭერებს საბოლოოდ მაინც არ მისცეს უფლება რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას მიახლოებოდნენ. ამიტომ პროტესტი გზის მეორე მხარეს მიმდინარეობს.
მას შემდეგ, რაც საქმე დუშეთის პოლიციამ თბილისის დიღმის მთავარ სამმართველოს გადასცა, სოფო ბიბილაშვილს აქვს იმედი, რომ მის შვილს მალე იპოვიან.
იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს გულით მოეკიდებიან, დამპირდნენ. ეს არის სოლიდარობის აქცია, ჩემნაირი გამწარებული დედების აქცია. 12 წელი ცოტა დრო არ არის. 12 წელიწადში 12-ჯერ მოვკვდი, ასე რომ საქმის დაჩქარებას ვითხოვ მე. დამპირდნენ, რომ გამოიძიებენ, ორჯერ შემხვდნენ, ორშაბათს კიდევ მივდივარ. დიდი იმედი მომეცა", - ამბობს სოფო ბიბილაშვილი.
გულუას ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება ადვოკატი ტარიელ კაკაბაძეც, რომელიც ოჯახის ინტერესებს იცავს.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატია"ვითხოვთ სრულყოფილ გამოძიებას" - გური დადიანიძის დედა დღეს შსს-თან საპროტესტო აქციას მართავს
“ვითხოვთ სრულყოფილ გამოძიებას” – გურამ დადიანიძის დედა დღეს შსს-თან საპროტესტო აქციას მართავს
შსს-ს წინ მიმდინარე აქციაზე გური დადიანიძის მამა და მამიდაც მივიდნენ
სად იყავით 12 წელი? - საპროტესტო აქციაზე გურიკა დადიანიძის მამიდის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა
შსს-თან აქცია გამართა 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახმა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…