ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ვითხოვთ სრულყოფილ გამოძიებას” – გურამ დადიანიძის დედა დღეს შსს-თან საპროტესტო აქციას მართავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, გამოძიების ეფექტურად წარმართვის მოთხოვნით დღეს შსს-თან საპროტესტო აქციას მართავს.

“ვითხოვთ სრულყოფილ გამოძიებას” – გურამ დადიანიძის დედა დღეს შსს-თან საპროტესტო აქციას მართავს
“ვითხოვთ სრულყოფილ გამოძიებას” – გურამ დადიანიძის დედა დღეს შსს-თან საპროტესტო აქციას მართავსალია

გურამ დადიანიძის დედა დღეს საპროტესტო აქციას მართავს. შეკრება გულუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ზუსტად 17:00 საათზეა დაანონსებული. სოფო ბიბილაშვილმა უწყებას წინასწარ აცნობა, რომ მხარდამჭერებს კრებს, მაგრამ როგორც ირკვევა, მას მხოლოდ იმის უფლებას აძლევენ, რომ გზის მოპირდაპირე მხარეს დადგეს და ამ ფორმით გააჟღეროს საკუთარი მოთხოვნები. მთავარი მოთხოვნა კი გამოძიების ეფექტურად წარმართვაა.

“ჩემი მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება მალე იპოვონ ბავშვი. ველოდები დედებს, შვილდაკარგული დედები ბევრნი არიან”, – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.

“ცნობილი გახდა, რომ დუშეთიდან თბილისში გადმოტანილი საქმის შემდეგ, სოფო ბიბილაშვილი და მისი ადვოკატი მთავარ სამმართველოში დაიბარეს და უთხრეს, რომ საქმეზე მოკვლევა არაჯეროვნად იყო ჩატარებული.

“ახალი გამომძიებლებიც ჩვენს აზრზე არიან, რომ გამოძიება არასრულად არის ჩატარებული და ის გამოკითხვის ოქმებიც თავიდან არის გასაკეთებელი” – ამბობს ადვოკატი.

უფლებადამცველის თქმით, გური დადიანიძის დედა ორშაბათს ისევ არის დაბარებული გამოკითხვაზე.

“მოთხოვნა არის, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად და გამოიკვლიონ ყველა ის გარემოება, რაც რეალურად ამ საქმეში არსებობს და სწორედ ამ მიზნით ტარდება ეს აქცია. ვიყავით ადვოკატების მისული სოფო ბიბილაშვილთან ერტად მთავარ სამმართველოში და მივაწოდეთ ის ინფორმაციები, რასაც ჩვენ ვფლოდით. ასევე ორშაბათს არის დაბარებული სოფო ბიბილაშვილი გამოკითხვაზე მთავარ სამმართველოში. კონკრეტული დეტალები არის გასავლელი. ასევე დაგვპირდნენ, რომ გამოკითხავდნენ მოწმეებს თავიდან. ახალი გამომძიებლებიც ჩვენს აზრზე არიან, რომ გამოძიება არასრულად არის ჩატარებული და ის გამოკითხვის ოქმებიც თავიდან არის გასაკეთებელი”, – ამბობს ადვოკატი.

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩემი მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება მალე იპოვონ ბავშვი. ველოდები დედებს, შვილდაკარგული დედები ბევრნი არიან“
სოფო ბიბილაშვილი
„მოთხოვნა არის, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად და გამოიკვლიონ ყველა ის გარემოება, რაც რეალურად ამ საქმეში არსებობს და სწორედ ამ მიზნით ტარდება ეს აქცია. ვიყავით ადვოკატების მისული სოფო ბიბილაშვილთან ერტად მთავარ სამმართველოში და მივაწოდეთ ის ინფორმაციები, რასაც ჩვენ ვფლოდით. ასევე ორშაბათს არის დაბარებული სოფო ბიბილაშვილი გამოკითხვაზე მთავარ სამმართველოში. კონკრეტული დეტალები არის გასავლელი. ასევე დაგვპირდნენ, რომ გამოკითხავდნენ მოწმეებს თავიდან. ახალი გამომძიებლებიც ჩვენს აზრზე არიან, რომ გამოძიება არასრულად არის ჩატარებული და ის გამოკითხვის ოქმებიც თავიდან არის გასაკეთებელი“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადვოკატის ინფორმაციით, 12 წლის წინ დუშეთში დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეს თბილისში გადმოგზავნიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები