საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ სპორტული კარატეს მე-14 მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: ანასტასია ჩაფიძემ კატაში ქვეყნისთვის პირველი ისტორიული მედალი აიღო, ლევან დადეშქელიანმა კი კუმიტეში -57 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ბელსკო-ბიალაში გამართულ სპორტული კარატეს მე-14 მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ტურნირი ქვეყნის სპორტული ისტორიისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა: ანასტასია ჩაფიძემ ბრინჯაოს მედალი კატის დისციპლინაში მოიპოვა, რაც საქართველოსთვის ამ სახეობაში პირველი ისტორიული შედეგია, ხოლო ლევან დადეშქელიანმა -57კგ-ში, კუმიტეში საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქართველი კარატისტები მსოფლიო პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…